ანდრონიკე გაბისულავა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაბუსილავა ანდრონიკე)
Jump to navigation Jump to search

ანდრონიკე გაბუსილავაწალენჯიხის მონასტრის ბერი, მხატვარი.

ანდრონიკემ, მეორე ბერთან, ქვაბალია მახარებელთან ერთად, სამეგრელოს მთავრის ვამეყ I დადიანის (1384-1396) დავალებით კონსტანტინოპოლიდან ჩამოიყვანა მხატვარი კირ მანუელ ევგენიკოსი, რომელმაც შესანიშნავი ფრესკული მხატვრობით შეამკო წალენჯიხის მთავანგელოზთა ტაძარი. ამის შესახებ მოთხრობილია ტაძრის სვეტებზე მოთავსებულ საღებავით შესრულებულ ქართულ და ბერძნულ წარწერებში.

წალენჯიხის მხატვრობა პალეოლოგოსთა ეპოქის ბიზანტიური ფერწერის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში. გამოთქმულია მოსაზრება, რომ კირ მანუელ ევგენიკოსს ტაძრის მოხატვაში გაბისულავა ანდრონიკე და ქვაბალია მახარობელი ეხმარებოდნენ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ე.თაყაიშვული, არქეოლოგიური მოგზაურობანი და შენიშვნანი, ტ.II, 1914.