ზაზა გაბუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაბუნია,ზაზა)
Jump to navigation Jump to search
ზაზა გაბუნია
Zaza Gabunia.jpg
დაბ. თარიღი 23 აპრილი, 1984
დაბ. ადგილი ქუთაისი
მოქალაქეობა საქართველოს დროშა საქართველო
განათლება თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი;
თბილისის სასულიერო სემინარია;
კინგსტონის უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებლები
პარტია ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო
საქმიანობა საქართველოს პარლამენტის წევრი, სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი
საიტი :პირადი ბლოგი

ზაზა გაბუნია (დ. 23 აპრილი, 1984) — ქართველი პოლიტიკოსი, საქართველოს პარლამენტის წევრი. სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008-2009 წლებში სწავლობდა ევროპის საბჭოს თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში. ამავე წლებში სასწავლო სტაჟირება გაიარა ლიტვის პარლამენტში (სეიმი). 2004-2008 წლებში სწავლობდა თბილისის სასულიერო სემინარიაში. 2003-2007 წლებში დაასრულა თბილისის სასწავლო უნივერსიტეტი იურისტის სპეციალობით

2008-2009 წლებში იყო ორგანიზაცია „ახალგაზრდა ქრისტიან დემოკრატების“ თავმჯდომარე. 2007-2008 წლებში იყო გაერთიანებული ოპოზიციის გაერთიანებული ახალგაზრდული მოძრაობების ლიდერი. 2006-2007 წლებში გახდა არასამთავრობო ორგანიზაცია „ქართული აზრის“ დამფუძნებელი და თავმჯდომარე. 2005-2007 წლებში იყო საპატრიარქოს რადიო „ივერიას“ გადაცემის წამყვანი.

2004-2005 წლებში მუშაობდა საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. 2010 წელს გახდა თბილისის საკრებულოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარის მოადგილე. 2013-2014 წლებში იყო თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე. 2014-2016 წლებში იყო თბილისის მთავრობის წევრი და ნაძალადევის რაიონის გამგებელი. არის ათობით საგაზეთო და ინტერნეტ პუბლიკაციის და წიგნის „პუბლიცისტური მოდუს ვივენდი“ ავტორი. ჰყავს მეუღლე და ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]