შინაარსზე გადასვლა

გაბრიელ (ჯიბრაელ) ბატონიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიელ.
გაბრიელ (ჯიბრაელ) ბატონიშვილი

გაბრიელ (ჯიბრაელ) ბატონიშვილი (ბაგრატიონი) (დ. 13 აგვისტო, 1788 — გ. 29 თებერვალი, 1812, პეტერბურგი) — გიორგი XII-სა და მარიამ დედოფლის ვაჟი (ნამდვილი სახელი — ჯიბრაელი, რუსეთში ეძახდნენ გაბრიელს).

ზოგიერთი ცნობით 1803 წლის აპრილში სამეფო სახლის წევრთა რუსეთში გადასახლების საკითხთან დაკავშირებით განაწყენებული გაბრიელი დაეხმარა დედას გენერალ ლაზარევის მოკვლაში. 1803 გაბრიელი დედასა და ძმებთან ერთად გადაასახლეს რუსეთში. ცხოვრობდა პეტერბურგში. დასაფლავებულია ალექსანდრე ნეველის ლავრაში.