გაბრიელ სარქისიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბრიელ ედუარდ სარქისიანი
ქვეყანა (სპორტი) სომხეთი
ეროვნება სომეხი
დაბადების თარიღი 3 სექტემბერი, 1983 (1983-09-03) (40 წლის)
დაბადების ადგილი ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი
წოდება გრანდმასტერ (2002)
ფიდე რეიტინგი 2690 (2019 წლის ოქტომბერი)
მაქსიმალური რეიტინგი 2702 (2015 წლის დეკემბერი)
ჯილდოები და პრემიები მედალი „სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის“ 1-ლი ხარისხი, ღირსების ორდენი და მოსე ხორენაცის მედალი

გაბრიელ ედუარდ სარქისიანი (სომხ. Գաբրիել Էդուարդի Սարգսյան; დ. 3 სექტემბერი, 1983, ერევანი, სომხეთის სსრ, საბჭოთა კავშირი) — სომეხი მოჭადრაკე. წოდებით გრანდმასტერი. იგი 2006, 2008 და 2012 წლებში გამართულ ჭადრაკის ოლიმპიადების ოქროსმედალოსანთა სომხეთის გუნდში შედიოდა. იგი აგრეთვე არის 2012 წლის მსოფლიო ჭადრაკის (გუნდური) ჩემპიონატის ოქროს მედალოსანთა ჯგუფის წევრი. 2006 წლის ივნისში იგი მოვსეს ხორენაცის მედლით დაჯილდოვდა.[1] 2009 წელს მიენიჭა სომხეთის რესპუბლიკის სპორტის დამსახურებული ოსტატის ტიტული.[2]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბრიელ სარქისიანი დაიბადა 1983 წლის 3 სექტემბერს, ერევანში. თამაშის ჭადრაკი მას, 6 წლის ასაკში, ბაბუამ ასწავლა.[3] 1996 წელს მოიგო მსოფლიო ჭადრაკის ახალგაზრდული ჩემპიონატი (14-წლამდელთა), ხოლო 1998 წელს - ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი ჭადრაკში (16-წლამდელთა).[4] ამ წელს იგი გახდა საერთაშორისო მასტერი.[3]

გუნდური შეჯიბრებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარქისიანი სომხეთის ჭადრაკის ოლიმპიადაზე თამაშობდა 2000, 2002, 2004, 2006, 2008, 2010 და 2012 წლებში. მან გუნდური ბრინჯაოს მედლები აიღო 2002 და 2004 წელს, ხოლო გუნდური ოქროს მედალი 2006, 2008 და 2012 წლებში. 2008 წლის ჭადრაკის ოლიმპიადაზე მან ოქროს მედალი ინდივიდუალური პერფორმენსით მოიპოვა.[5] 2011 წლის მსოფიო გუნდირი ჭადრაკის ჩემპიონატში (ნიგბოში)იგი იყო ოქროსმედალოსან (გამარჯვებულთა) სომხეთის გუნდში.[6] იგი სომხეთის სახელით აგრეთვე თამაშობდა ევროპის გუნდური ჭადრაკის 2007, 2009, 2011, 2013 და 2015 წლებში ჩატარებულ ჩემპიონატებში (ვერცხლის მედალი მოიგო 2007 და 2015 წელს, ხოლო ინდივიდუალური ოქრო 2009 წელს).[7] სარგისიანს „მიკა ერევანის“ სახელით მონაწილეობა მიღებული აქვს 2008, 2009, 2010, 2011 წლების ევროპის საჭადრაკო კლუბურ ჩემპიონატებში.[8]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2006 წელს სარგისიანმა მიიღო მოვსეს ხორენაცის მედალი,[9] 2009 წლის დეკემბერში მიიღო მედალი სამშობლოს სამსახურში შეტანილი წვლილისათვის, ხოლო 2014 წლის ივლისში გადასცეს სომხეთის რესპუბლიკის ღირსების ორდენი.[10]

ჭადრაკის სკოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012 წელს, ლევონ არონიანთან ერთად მან ერევანში საჭადრაკო სკოლა დააარსა; აქ სწავლობენ 10-დან 18-წლამდე ასაკის ყველაზე ნიჭიერი მოჭადრაკეები.[11]

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სარქისიანი დაქორწინებულია სომხეთის ეროვნული აგრარული უნივერსიტეტის კურსდამთავრებულ ლიონა ავოიანზე. ქორწილი გაიმართა 2013 წლის 28 ივნისს, ერევნის წმინდა სარქისის საკათედრო ტაძარში, რომელსაც სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარქისიანი ესწრებოდა.[12]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Olympic Champions received government awards. Armchess.am (8 June 2006). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-07. ციტირების თარიღი: 29 November 2017.
  2. ПОДВЕДЕНЫ ИТОГИ ГОДА (in Russian). www.ra.am. Retrieved 18 January 2013.
  3. 3.0 3.1 Friedman, Aviv. (2006-12-06) Players Bios – Group B – Part I – Tata Steel Chess. Tatasteelchess.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-18. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
  4. Chess Giants. Chessgiants.am. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-10-04. ციტირების თარიღი: 2019-11-07.
  5. Bartelski, Wojciech. Men's Chess Olympiads: Gabriel Sargissian. OlimpBase. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
  6. World Team Ch. – Armenia gold, China silver, Ukraine bronze. ChessBase.com (2011-07-27). ციტირების თარიღი: 27 July 2011.
  7. Bartelski, Wojciech. European Men's Team Chess Championship: Gabriel Sargissian. OlimpBase. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
  8. Bartelski, Wojciech. European Men's Chess Club Cup: Gabriel Sargissian. OlimpBase. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
  9. Olympic Champions received government awards. Armchess.am (2006-06-08). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-07-07. ციტირების თარიღი: 16 December 2011.
  10. High Titles of Olympic Champions. Armchess (2011-12-16). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 ოქტომბერი 2010. ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი 2019.
  11. Aronian and Sargissian open chess school. Chessdom (2012-02-13). ციტირების თარიღი: 30 October 2017.
  12. Armenian national chess team member gets married. News.am (2013-06-28). ციტირების თარიღი: 11 November 2017.