გაბრიელ პატარაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაბრიელ პატარაჲ)
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გაბრიელი.

გაბრიელ პატარაჲX საუკუნის ქართველი კალიგრაფი. მოღვაწეობდა სამხრეთ საქართველოს ერთ-ერთ სავანეში, შესაძლოა პარხალში.

ცნობილია მის მიერ გადაწერილი რამდენიმე წიგნი: ა) პარხლის მრავალთავი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, A-95), უზარმაზარი ხელნაწერი (1310 გვერდი, ზომა 45,5x34 სმ), რომელშიც შესულია ქართული მწერლობის უძველესი ძეგლების — შუშანიკისა და აბო თბილელის მარტვილობათა ტექსტები. კრებული ნაწერია ყავისფერი მელნით, ორ სვეტად, ლამაზი, მკაფიო ნუსხურით, ასოები მსხვილია, სამკაულები არ აქვს. საზედაო ასოების უმეტესობა შესრულებულია მელნით, ნაწილი — სინგურით. XVI საუკუნეში კრებული ჯერ კიდევ პარხლის მონასტერს ეკუთვნოდა, XVII საუკუნეში კი თურქეთიდან გამოიხსნა და განაახლა დადიანის ასულმა დედოფალთ დედოფალმა მარიამმა.

ბ) პარხლის II ოთხთავი (ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, S-4927).

გ) საკითხავი და სიტყვები წმ. მამათა (იქვე, A-144). ეს დიდი ფორმატის წიგნი ძლიერ დაზიანებულია. შესრულებულია სინგურით, ზოგი ასოს მოხაზულობაში შეტანილია ოდნავ შესამჩნევი ორნამენტულობა, მაგრამ მთლიანად ხელნაწერის მორთულობა ზომიერია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]