გაბრიელ მეტსიუ
იერსახე
| გაბრიელ მეტსიუ | |
|---|---|
|
| |
| დაიბადა | იანვარი, 1629[1] [2] [3] |
| დაბადების ადგილი | ლეიდენი[1] |
| გარდაიცვალა | 24 ოქტომბერი, 1667[1] [4] [5] (38 წლის) |
| გარდაცვალების ადგილი | ამსტერდამი[1] |
| ჟანრი | ისტორიული ფერწერა[6] , საჟანრო ფერწერა[6] , რელიგიური ხელოვნება[6] და პორტრეტი[6] |
გაბრიელ მეტსიუ (ნიდერლ. Gabriël Metsu) (დ. იანვარი 1629, ლეიდენი — გ. 1667, ამსტერდამი) — ჰოლანდიელი ფერმწერი, ჟანრისტი. მუშაობდა ლეიდენში, შემდეგ ამსტერდამში. განიცადა რემბრანდტის, ვერმეერის, ტერბორხის გავლენა. მისი ნამუშევრებისთვის დამახასიათებელია ფერადოვანი სიმდიდრე, ფაქიზად დამუშავებული შუქ-ჩრდილი, საგანთა ფაქტურის ვირტუოზულად გადმოცემა. მეტსიუს ცნობილი ნამუშევრებია „ავადმყოფი და ექიმი“ და სვა. დასაფლავებულია ამსტერდამში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 620.
- გაბრიელ მეტსიუ — სტატია ენციკლოპედია ბრიტანიკიდან (ინგლისური)