გაბრიელ მდინარაძე
| გაბრიელ მდინარაძე | |
|---|---|
| დაბადების თარიღი |
27 მარტი, 1928 ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი |
| გარდაცვალების თარიღი | 8 იანვარი, 2026 (97 წლის) |
| საქმიანობა | მსახიობი |
გაბრიელ პლატონის ძე მდინარაძე (დ. 27 მარტი, 1928, ვაკიჯვარი, ოზურგეთის რაიონი — გ. 8 იანვარი, 2026, ოზურგეთი[1]) — ქართველი თეატრისა და კინოს მსახიობი. საქართველოს სახალხო არტისტი (1988). საქართველოს ღირსების ორდენის კავალერი (1999).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1954 წელს დაამთავრა თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი.
1954 წლიდან ოზურგეთის თეატრის მსახიობია. მის მიერ განსახიერებული როლებიდან აღსანიშნავია: გაიოზი (გ. ბერძენიშვილის „სიყვარულის ძალა“), ჩინჩახელი (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), დათიკო (ი. ჭავჭავაძის „გლახის ნაამბობი“), ნეზმანოვი (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“), პლატონი (დ. კლდიაშვილის „სამანიშვილის დედინაცვალი“), ხლესტაკოვი (ნ. გოგოლის „რევიზორი“), ექიმი (ნ. დუმბაძე, გ. ლორთქიფანიძე „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), ჯილბერტო (ვ. ჰიუგოს „მარიამ ტიუდორი“), გაბრიელი (ი. ვაკელის „აპრაკუნე“), ქსანთე (გ. ფიგეირედოს „მელა და ყურძენი“), შილინი (ვ. დარასელის „კიკვიძე“), პორფირე ბიაშვილი (დ. კლდიაშვილის „ქამუშაძის გაჭირვება“) და სხვა.
გადაღებულია ფილმში „ოჩაბამბა“ (მიხეილ ივანიჩი; რეჟ. ზაზა ჯორბენაძე; 1994).
2012 წელს ოზურგეთის თეატრის წინ გაბრიელ მდინარაძეს სახელობითი ვარსკვლავი გაუხსნეს.
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1968 : საქართველოს დამსახურებული არტისტი[2]
- 1988 : საქართველოს სახალხო არტისტი[3]
- 1999 : ღირსების ორდენი ქართული კულტურის განვითარებაში, მის პოპულარიზაციაში, კულტურულ - საგანმანათლებლო საქმიანობაში შეტანილი დიდი პირადი დიდი წვლილისათვის, ნაყოფიერი შემოქმედებითი, პედაგოგიური და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
- 2015 : ოზურგეთის საპატიო მოქალაქე
- 2018 : უ. ჩხეიძის სახელობის პრემია
- 2018 : ხელოვნების ქურუმი ქართული კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის[4]
- 2021 : ა. ხორავას სახელობის პრემია