გაბრიელ ილიზაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაბრიელ ილიზაროვი
G.A. Ilisarow (1991).jpg
დაბ. თარიღი 15 ივნისი 1921(1921-06-15)
დაბ. ადგილი Białowieża
გარდ. თარიღი 24 ივლისი 1992(1992-07-24) (71 წლის)
გარდ. ადგილი კურგანი, რუსეთი
დასაფლავებულია კურგანი
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Russia.svg რუსეთი
სამეცნიერო სფერო ორთოპედია
ალმა-მატერი Crimea State Medical University named after S. I. Georgievsky
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი
ჯილდოები ლენინის ორდენი, სოციალისტური შრომის გმირი, შრომის წითელი დროშის ორდენი, ლენინური პრემია, რსფსრ-ის მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, Honored Physician of the RSFSR, შრომის ვეტერანის მედალი, შინამეურნეობის მიღწევების გამოფენის ოქროს მედალი, VDNH silver medal, „ვლადიმერ ილიას ძე ლენინის დაბადებიდან 100 წლისთავის აღსანიშნავი“ საიუბილეო მედალი, Merited Inventor of the USSR, Merited Inventor of the RSFSR, Q4375536?, Order of Merit of the Italian Republic, Order of Independence, Order of the Yugoslav Flag, ღიმილის ორდენი, Order of the Polar Star და მედალი „მონღოლეთის სახალხო რევოლუციის 50 წელი“

გაბრიელ ილიზაროვი (რუს. Илизаров, Гавриил Абрамович; დ. 15 ივნისი 1921, ბელოვეჟა, პოლონეთი — გ. 24 ივლისი 1992, კურგანი, რუსეთი) — საბჭოთა ქირურგი. სპეციალისტი ტრავმატოლოგიის, კლინიკური ფიზიოლოგიისა და ორთოპედიის დარგში. აღმდგენითი ტრავმატოლოგიისა და ორთოპედიის ცენტრის დამფუძნებელი. გამოიგონა კომპრესიულ-დისტრაქციული სამედიცინო აპარატი, ეგრეთ წოდებული ილიზაროვის აპარატი.

სოციალისტური შრომის გმირი (1981). სსრკ მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1987), რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1991), მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი. რსფსრ დამსახურებული ექიმი (1965), სსრკ დამსახურებული გამომგონებელი (1985), რსფსრ მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1991).

1944 წელს დაამთავრა ყირიმის სამედიცინო ინსტიტუტი. იყო კურგანის ექსპერიმენტული, კლინიკური ორთოპედიისა და ტრავმატოლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. ლენინის პრემიის ლაურეატი 1978 წელს. ილიზაროვი 600-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა და 3 მონოგრაფიის, აგრეთვე 194 გამოგონების ავტორია. კურგანის ოლქის საპატიო მოქალაქე (2003, გარდაცვალების შემდეგ). ილიზაროვი გარდაიცვალა გულის უკმარისობით 71 წლის ასაკში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]