გაბრიელ თამამშევი
იერსახე
გაბრიელ ივანეს ძე თამამშევი (რუს. Гавриил Иванович Тамамшев) — XIX საუკუნის სომეხი კომერსანტი, ქველმოქმედი.
თამამშევი იყო 1-ლი გილდიის ვაჭარი, თბილისისა და სტავროპოლის საპატიო მოქალაქე, ჰქონდა კომერციის მრჩევლის წოდება. სტავროპოლში მან დააფინანსა წყალსადენის მშენებლობა (1838-1840).[1] თამამშევის სახსრებით 1846-1851 წლებში თბილისში, ერევანსკის (ახლანდ. თავისუფლების) მოედანზე არქიტექტორ ჯოვანი სკუდიერის პროექტით ააშენეს სახაზინო თეატრი, რომელის შენობის ნაწილშიც მთავრობამ თამამშევს უფლება მისცა, განეთავსებინა როგორც საცხოვრებელი ოთახები, ასევე სავაჭრო სივრცეები. ეს ე. წ. თამამშევის ქარვასლა-თეატრი დაიწვა 1874 წელს (1879 წელს ქარვასლა აღადგინეს თეატრის გარეშე, შენობის საბოლოოდ დემონტაჟი მოხდა 1934 წელს).[2]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Ставрополь в географическом, историческом, топографическом и статистическом отношениях. — Тифлис, 1851. — С. 500.
- ↑ ავდალიანი ემილ, ქარვასლები ძველ თბილისში, Forbes Georgia, დეკემბერი 21, 2018.