შინაარსზე გადასვლა

გაბრიელ გ. მურო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბრიელ გევარა

გევარა 2024 წელს
დაბადების თარიღი 6 თებერვალი, 2001 (24 წლის)[1]
მადრიდი, ესპანეთი
განათლება Instituto Lope de Vega
საქმიანობა
აქტიური 2010–2012; 2017–დღემდე
ცნობილი ნაშრომები

გაბრიელ ალეხანდრო გევარა მურო (დ.6 თებერვალი, 2001) — ესპანელი მსახიობი. გაბრიელი ყველაზე მეტად ცნობილია ნიკ ლეისტერის როლით ფილმში „My Fault“, რომელიც Prime Video-ზე 2023 წელს ყველაზე ნახვადი არაინგლისურენოვანი ფილმი იყო. ის ასევე გამოჩნდა თინეიჯერულ სერიალის „Skam España“ პირველ ორ სეზონში და მთავარი როლი შეასრულა Disney+-ის სერიალში „From Tomorrow“.

გაბრიელ ალეხანდრო გევარა მურო დაიბადა და გაიზარდა მადრიდში, ესპანეთში, დედასთან, მარლენ მუროსთან, ფრანგ ვედეტთან, მოდელთან, მსახიობთან და ტელეწამყვანთან, და მამასთან, კუბელ მოცეკვავე მიშელ გევარასთან.[2] გევარა ორენოვანია, ამიტომ კარგად ფლობს როგორც ესპანურ და ფრანგულ,ასევე ინგლისურ ენას.[3] მშობლების მსგავსად, მას ადრეული ასაკიდანვე იზიდავდა მხატვრული საქმიანობა, მონაწილეობდა სარეკლამო კამპანიებში და მცირე სამსახიობო როლებში, ასევე გადიოდა ფორმალურ საცეკვაო ტრენინგებს.[3]

მან 2018 წელს დაამთავრა ლოპე დე ვეგას ინსტიტუტი საშემსრულებლო ხელოვნების ბაკალავრის ხარისხით.

ფილმები და ტელევაზია(2018-დღემდე)

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2018 წლის ბოლოს, გევარამ ტელევიზიაში დებიუტი შეასრულა კრისტიან მირალეშ ჰაროს როლში, სერიალ „Skam España“ პირველ სეზონში, რომელიც ნორვეგიული თინეიჯერული დრამატული სერიალის „Skam“ ესპანური ადაპტაციაა, რომელიც მოზარდების ყოველდღიურ ცხოვრებასა და მათ სირთულეებზეა ფოკუსირებული. ის სერიალის თორმეტ ეპიზოდში გამოჩნდა პირველ და მეორე სეზონებს შორის.[4]

შემდეგ ის გამოჩნდა ამანდა კერნელის 2018 წლის ფილმში „Charter“ მანუელის როლში და 2020 წლის „Señoras del (h)AMPA“ როლში კრისტოფერის როლში, იმავე წელს კი სამუს როლში გამოჩნდა ტელესერიალში „Riders“. მოგვიანებით, „Charter“ ოსკარის 93-ე დაჯილდოებაზე შვედეთის მიერ წარდგენილ საუკეთესო საერთაშორისო მხატვრული ფილმის ნომინაციაში შეირჩა, თუმცა შორტლისტში ვერ მოხვდა.[5]

შემდეგი მნიშვნელოვანი როლი გევარამ 2020 წლის TVE სერიალში, HIT-ში შეასრულა, რომელიც საშუალო სკოლის დრამაა არატრადიციული პედაგოგის შესახებ, რომელსაც პრობლემური დაწესებულებების მოგვარება ევალება.[6] ის მთავარი გმირის, დარიოს როლში ორი სეზონის განმავლობაში გამოჩნდა.

2022 წელს, გევარა სტუმრად გამოჩნდა, როგორც ქორეოგრაფი ნაჩო დუატოს როლში Paramount+-ის ორიგინალურ სერიალში „Bosé“[7] და გამოჩნდა Prime Video-ს ფილმში „Tomorrow is today“ ახალგაზრდა ჩარლის როლში. „Tomorrow is today“ იყო პირველი ორიგინალური ესპანური ფილმი, რომელიც ამ პლატფორმისთვის იქნა გადაღებული.[8] გევარა ასევე კვლავ დაუკავშირდა „Skam España“-ს მთავარ სცენარისტს, ესტიბალის ბურგალეტას, Netflix-ის სერიალისთვის „You are not special as Asier“ და იმავე წელს გამოჩნდა HBO Max-ის სერიალში „How To Screw Everything Up“ ფრენის როლში.[9][10]

დღემდე გევარას ყველაზე დიდი როლი 2023 წლის Prime Video-ს რომანტიკულ ფილმში „My Fault“ იყო, სადაც ნიკ ლეისტერი სახიფათო ქუჩის რბოლის სცენაში მონაწილეობს და მოგვიანებით უკანონო რომანს იწყებს თავის ნახევარდასთან, ნოასთან, რომლის როლსაც მისი თანავარსკვლავი „Skam España“-დან, ნიკოლ უოლესი ასრულებს.[11] „My Fault“ დაფუძნებულია პოპულარულ რომანთა სერიაზე, რომელიც თავდაპირველად Wattpad-ზე გამოქვეყნდა, სახელწოდებით Culpables. სერიების ავტორია მერსედეს რონი.[12] Amazon Prime Video-ის მონაცემებით, „My Fault“-მა გამოსვლის შემდეგ, 2023 წლის ივნისში, პლატფორმის ისტორიაში არაინგლისურენოვან ლოკალურ ორიგინალურ ფილმებს შორის ყველაზე მაღალი ნახვადობა დააფიქსირა პირველი სამი დღის განმავლობაში.[13]

გარდა ამისა, გევარას მომავალი როლი აქვს ესპანურ სატელევიზიო სერიალში „Red Flags“ და მინისერიალში „Ni una más“, რომელიც მიგელ საეს კარალის ამავე სახელწოდების რომანის მიხედვით არის გადაღებული. „Ni una más“ Netflix-ზე გამოვა, სადაც ის კვლავ ნიკოლ უოლესთან ერთად ითამაშებს.[14][15] მან ასევე მთავარი როლი შეასრულა Disney Plus-ის სერიალში „From Tomorrow“.

ასევე კვლავ შეასრულებს ნიკის როლს „ჩემი ბრალის“ ორ გაგრძელებაში, სახელწოდებით „Your Fault“ და „Our Fault“, რომლებიც დაფუძნებულია მერსედეს რონის ტრილოგიის „Culpables“ ბოლო ორ წიგნზე.[16][17]

„Your Fault“ და „Our Fault“-ს ერთდროული წარმოება 2023 წლის 31 აგვისტოს დაიწყო.[18]

ტელევიზიისა და კინოს კარიერის გარდა, გევარა აქტიურად მონაწილეობდა ოპერისა და თეატრის დადგმებში, პირველად 2010 წელს გამოჩნდა სამეფო თეატრის ოპერაში „Tosca“. შემდეგ ის გამოჩნდა 2012 წელს საფრანგეთში დადგმულ თეატრალურ დადგმაში „Robin Hood“ და 2018 წელს „Krol Roger“ ოპერაში. გაბრიელმა ასევე იმუშავა მამასთან იტალიაში 2017 წელს დადებულ ოპერაზე „L'Elixir d'amore“.[19]

სამართლებრივი პრობლემები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გევარა 2023 წლის 2 სექტემბერს იტალიის ქალაქ ვენეციაში დააკავეს საერთაშორისო ორდერის საფუძველზე, რომელიც საფრანგეთში მომხდარ სავარაუდო სექსუალურ ძალადობას ეხებოდა. მას Filming Italy-სგან „საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობის“ ჯილდო უნდა მიეღო, რომელიც მისი დაპატიმრების შემდეგ გაუქმდა.[20] 2023 წლის 3 სექტემბერს გევარას მსახიობთა წარმომადგენლობამ, Brosson Talent Management-მა, საჯაროდ გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: „ეს ძველი პროცესია საფრანგეთში, რომელიც იმ პერიოდს ეხება, როცა გაბრიელი არასრულწლოვანი იყო, ხოლო ესპანეთში საქმე უკვე მის სასარგებლოდ დასრულდა ყველა გამამართლებელი გადაწყვეტილებით. ვიმედოვნებთ, რომ ის მალე გათავისუფლდება, როგორც კი დადასტურდება დაკავების ის შეცდომა, რომელსაც, ჩვენი აზრით, არარეგულარული ხასიათი აქვს.“[21] გევარას ადვოკატმა, პედრო ფერნანდეს გონსალესმა, განაცხადა, რომ საქმე, რომელშიც ის ბრალდებული და შემდეგ გამართლებული იქნა, მაშინ მოხდა, როდესაც გევარა 13 წლის იყო და მომჩივანი მისი ბიძაშვილი იყო, „რომელიც მასზე გაბრაზდა“. საქმის განხილვა ორშაბათს, 4 სექტემბერს იყო დაგეგმილი და მოგვიანებით, იმავე დღეს გაათავისუფლეს, იმ პირობით, რომ საქმის გახსნამდე ვენეციის დატოვება არ შეეძლო.[22][23] 2023 წლის 15 სექტემბერს ვენეციის სააპელაციო სასამართლომ გევარას დაპატიმრების ორდერი და ექსტრადიციის მოთხოვნა ბათილად ცნო და მას მადრიდში, სახლში დაბრუნების უფლება მისცა.[24]

Prime Video-მ, „My Fault“ ფილმების ფრენჩაიზის მხარდამჭერმა სტრიმინგ სერვისმა, ასევე დაადასტურა, რომ ისინი ამ საკითხზე საკუთარ დამოუკიდებელ გამოძიებას ატარებენ.

მას შემდეგ გევარამ განაახლა მუშაობა და დაასრულა „Culpables“ სერიის ბოლო ორი ფილმის გადაღებები.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Guevara, Gabriel. Gabriel Guevara clarifying information about occupation and birthday on his Instagram story es (18 June 2023). ციტირების თარიღი: 18 June 2023
  2. López, Juan Ramón. Gabriel Guevara, actor e hijo de Marlene Mourreau: "De ella he heredado la ambición" es (9 September 2020). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  3. 1 2 GABRIEL GUEVARA, Brosson Talent S.L. es. ციტირების თარიღი: 28 July 2023
  4. Todo lo que debes recordar antes de disfrutar de la tercera temporada de 'Skam España' es. ციტირების თარიღი: 21 June 2023
  5. Keslassy, Elsa. Sweden Submits Sundance Title ‘Charter’ as International Feature Film Entry for Oscars (3 November 2020). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  6. Gabriel Guevara, el hijo de Marlene Mourreau, en 'HIT' es (2 September 2020). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  7. Yotele, Redacción. Gabriel Guevara, la joven promesa que ya hace series para Netflix, Prime Video, HBO Max y TVE: "Se vienen cositas" es (26 September 2022). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  8. Rafika, Jihan. 6 Fakta menarik Gabriel Guevara, aktor tampan pemeran Nick Leister dalam film Culpa Mia - Hops ID - Halaman 2 id (13 June 2023). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  9. Maestre, Ana. 2.09.22 La nueva serie de Netflix, "Tu no eres especial", cuenta con Gabriel Guevara como parte del reparto principal – Okiko Creatives es-ES. ციტირების თარიღი: 21 June 2023
  10. Antolín, Carlos. Entrevista a Asier Rikarte, Carla Díaz y Gabriel Guevara por 'Mañana es hoy' es (7 December 2022). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  11. Amazon estrena 'Culpa mía': la adaptación del 'best-seller' de Mercedes Ron es (8 June 2023). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  12. Arcones, Juan. La razón por la que la nueva película de Prime Vídeo 'Culpa mía' arrasará en la plataforma es (8 June 2023). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  13. Ravindran, Manori. Prime Video Unveils Top Traveling Non-English Originals, Global Execs Talk ‘Citadel,’ Writers Strike Impact and Rights Flexibility (Exclusive). en (21 June 2023). ციტირების თარიღი: 20 June 2023
  14. Ni Una Mas, Netflix’s New Teen Drama. es (23 September 2022). ციტირების თარიღი: 10 July 2023
  15. Se rueda RED FLAGS, serie adolescente del creador de LA EDAD DE LA IRA es (11 October 2022). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  16. #CulpaTuya y #CulpaNuestra son ya una realidad 🖤 La historia continúa próximamente en Prime Video ∞ #miércolesculpable es. Prime Video España (26 July 2023).
  17. Morillo, V. (26 July 2023) Prime Video da luz verde a las secuelas 'Culpa tuya' y 'Culpa nuestra', tras el gran éxito internacional de 'Culpa mía'.
  18. Prime Video España on Instagram: 🚨ESTO NO ES UN SIMULACRO🚨 Ha empezado el rodaje de Culpa Tuya y Culpa Nuestra y os queremos presentar a algunos nuevos miembros del cast 👀 es. ციტირების თარიღი: 31 August 2023
  19. Gabriel Guevara sobre Bosé: "Me ha tocado reflejar la parte más bonita de la vida de Miguel Bosé" es-ES (28 October 2022). ციტირების თარიღი: 21 June 2023
  20. Ravarino, Ilaria; Roxborough, Scott. Spanish Actor Gabriel Guevara Arrested at Venice Film Festival on Sexual Assault Charge en (3 September 2023). ციტირების თარიღი: 3 September 2023
  21. Brosson Talent Management Official Statement on Gabriel Guevara on their Instagram story es (4 September 2023). ციტირების თარიღი: 4 September 2023 Alt URL
  22. La detención del actor Gabriel Guevara es "una aberración sin sentido e irregular", según su abogado: "Le hace mucho daño" es (4 September 2023). ციტირების თარიღი: 4 September 2023
  23. Koch, Tommoso; Belinchón, Gregorio. El actor español Gabriel Guevara, hijo de Marlène Mourreau, liberado tras ser retenido en Italia por un presunto delito de "violencia sexual" en Francia es (4 September 2023). ციტირების თარიღი: 4 September 2023
  24. Violenza sessuale, cadono le accuse all’attore Gabriel Guevara arrestato a Venezia it (15 September 2023). ციტირების თარიღი: 16 September 2023