გაბრიელ გოშაძე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
გაბრიელ გოშაძე
დაბ. თარიღი 23 ნოემბერი, 1977 (1977-11-23) (41 წლის)
თბილისი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო

გაბრიელ (გაგა) გოშაძე (დ. 23 ნოემბერი, 1977, თბილისი) — ქართველი რეჟისორი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაბრიელ (გაგა) გოშაძე დაიბადა 1977 წლის 23 ნოემბერს, თბილისში. დაამთავრა თბილისის 55-ე სკოლა და შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტი სარეჟისორო სპეციალობით. 1999—2005 წლებში იყო ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრის რეჟისორი.

1994—1997 წლებში — საქართველოს ტელევიზია „საზოგადოებრივი მაუწყებელის“ რეჟისორი.

2010 წლიდან დღემდე არის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მსახიობის ოსტატობის პედაგოგი.

გავლილი აქვს რობერტ სტურუას მასტერკლასი „ჰამლეტი ჰამლეტის გარეშე“ და, აგრეთვე, ლეონიდ ხეიფეცის მასტერკლასი.

დადგმები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილიაუნის თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • უილიამ გიბსონი „ჯვალოს თოჯინა“ (ოთარ ეგაძესთან ერთად)
  • ვასილ სტანილოვი „ოპერა მაფიოზო“
  • ჟან ანუი „ანტიგონე“

თეატრალური სარდაფი რუსთაველზე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის თბილისის რუსული დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფერნანდო არაბალი „პიკნიკი“

მეხუთე თეატრი/ ომსკი/ რუსეთი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თავისუფალი თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვალერიან გუნიას ფოთის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ლაშა ბუღაძე „თეატრი“
  • თუნჯერ ჯუჯენოღლუ „ზვავი“
  • გრიგორი გორინი „ვინ ვინ არის“

შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილია ჭავჭავაძის სახელობის ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ბოლო გაჩერება“ ნოკოლას ე. ბრაერის კინოსცენარის მიხედვით

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • როკ-კანტატა — ჯგუფი „სინათლის წელიწადი“

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]