შინაარსზე გადასვლა

გაბრიელ ბორიჩი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გაბრიელ ბორიჩი
ესპ. Gabriel Boric
დაბადების თარიღი 11 თებერვალი, 1986(1986-02-11) (40 წლის)
დაბადების ადგილი პუნტა-არენასი
მოქალაქეობა  ჩილე
განათლება The British School და University of Chile - Faculty of Law
მამა Luis Javier Boric Scarpa
დედა María Soledad Font Aguilera
ჯილდოები Grand Cross of the Order Bernardo O'Higgins, Collar of the Order of Merit, Time 100[1] , Grand Order of King Tomislav, Grand Collar of the Order of Boyacá[2] და Grand Collar of the Order of the Southern Cross[3]
gabrielboric.cl[4]

გაბრიელ ბორიჩი (ესპ. Gabriel Boric; დ. 11 თებერვალი, 1986)[5] — ჩილელი პოლიტიკოსი და ჩილეს პრეზიდენტი 2022 წლის მარტიდან. მანამდე იგი ორი ოთხწლიანი ვადით არჩეული იყო დეპუტატთა პალატაში.

ბორიჩი პირველად ცნობილი გახდა როგორც სტუდენტური ლიდერი, როდესაც სწავლობდა სამართალს ჩილეს უნივერსიტეტში, სადაც ხელმძღვანელობდა გავლენიან სტუდენტურ ფედერაციას 2011 წლის სტუდენტური პროტესტების დროს. იგი დეპუტატთა პალატაში მსახურობდა 2014 წლიდან 2022 წლამდე, წარმოადგენდა მაგალანესს, თავის მშობლიურ რეგიონს. იყრიდა კენჭს როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი 2013 წელს და შემდეგ, როგორც „ფართო ფრონტის“ კოალიციის ნაწილი 2017 წელს. 2018 წელს ბორიჩმა დააფუძნა სოციალური კონვერგენციის პარტია, ერთ-ერთი პარტია, რომელიც შეადგენდა „ფართო ფრონტს“.[6] 2019 წლის სამოქალაქო არეულობის დროს ჩილეში, ბორიჩმა შეასრულა მნიშვნელოვანი როლი იმ შეთანხმების მიღებაში, რომელმაც გამოიწვია 2020 წლის ოქტომბრის საკონსტიტუციო რეფერენდუმი.[7]

2021 წლის დეკემბერში ბორიჩმა მოიპოვა პრეზიდენტობა ხოსე ანტონიო კასტის დამარცხებით საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, როდესაც მიიღო ხმების 55,9 %. არჩევის შემდეგ, ბორიჩი გახდა ჩილეს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი და ამჟამად მსოფლიოში მოქმედ სახელმწიფო ლიდერებს შორის მეშვიდე ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტია.[8][9]

  1. https://www.elnacional.cat/ca/confidencial/catala-cola-100-persones-influents-revista-time_761691_102.html
  2. https://www.elmostrador.cl/noticias/pais/2023/01/09/presidente-boric-recibe-a-mandatario-colombiano-gustavo-petro-en-el-palacio-de-la-moneda/
  3. https://mercury.bloomberg.com/images/414730351
  4. Google Knowledge Graph — 2012.
  5. Esparza, Robinson. (17 November 2011) Gabriel Boric: El magallánico que quiere desbancar a Camila Vallejo es-CL. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 January 2012. ციტირების თარიღი: 4 August 2015
  6. Nuevo partido del FA: Convergencia Social inició proceso de legalización en el Servel es (31 May 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 December 2021. ციტირების თარიღი: 24 December 2021
  7. Tres momentos de una negociación histórica: el acuerdo constitucional un año después es-CL (15 November 2020). დაარქივებულია ორიგინალიდან — 15 November 2020. ციტირების თარიღი: 20 December 2021
  8. „Leftist Gabriel Boric wins Chile presidential election“. BBC News (ინგლისური). 20 December 2021. დაარქივებულია ორიგინალიდან — 20 December 2021. ციტირების თარიღი: 20 December 2021.
  9. Poblete, Jorge; McDonnell, Patrick J.. Leftist lawmaker Boric wins polarized election in Chile, to become nation's youngest president en-US (20 December 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 May 2022. ციტირების თარიღი: 20 December 2021