გაბრიელ ანო
იერსახე
|
| |||
| პირადი მონაცემები | |||
|---|---|---|---|
| დაბადების თარიღი | 6 ნოემბერი, 1889 | ||
| დაბადების ადგილი | არასი, ნორდი, საფრანგეთი | ||
| გარდაცვალების თარიღი | 10 აგვისტო, 1968 (78 წლის) | ||
| სათამაშო პოზიცია | მცველი | ||
| პროფესიონალური კარიერა* | |||
| წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
| 1906–1910 | ტურკუენი | ? | (?) |
| 1910–1912 | პროისენი | ? | (?) |
| 1912–1915 | ტურკუენი | ? | (?) |
| 1916–1919 | ფრანსიზი | ? | (?) |
| ეროვნული ნაკრები | |||
| 1908–1919 | საფრანგეთი | 12 | (3) |
| სამწვრთნელო კარიერა | |||
| 1945–1949 | საფრანგეთი | ||
|
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება | |||
გაბრიელ ანო (ფრანგ. Gabriel Hanot; დ. 6 ნოემბერი, 1889 — გ. 10 აგვისტო, 1968) — ფრანგი ფეხბურთელი, ფეხბურთის მწვრთნელი და ჟურნალისტი. თამაშობდა მცველის პოზიციაზე საფრანგეთის და გერმანიის საფეხბურთო კლუბებში და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში.
ჟურნალისტური კარიერა ძირითადად სპორტულ ჟურნალ L'Équipe-ის რედაქციაში გაატარა, მუშაობდა L'Équipe-ის შვილობილი საფეხბურთო ჟურნალის — France Football-ის მთავარი რედაქტორის თანამდებობაზე. გაბრიელ ანოს დიდი წვლილი მიუძღვის საფრანგეთში პროფესიონალური საფეხბურთო ჩემპიონატის ჩატარებაში[1], ასევე ჟურნალ L'Équipe-ის მთავარ რედაქტორთან, ჟაკ ფერანთან ერთად, ეკუთვნის იდეა ევროპის ჩემპიონთა თასის ჩატარებაზე[2]. გაბრიელ ანოს უკავშირდება ევროპის საუკეთესო ფეხბურთელის გამოვლენისა და მისთვის ოქროს ბურთის გადაცემის იდეაც.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Saga Ligue des Champions. Gabriel Hanot, visionnaire de génie ფრანგული. La Depeche.
- ↑ Football's premier club competition ინგლისური. www.UEFA.com.