გაბრასები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაბრასები (ბერძ. Γαβρᾶς) აგრეთვე ცნობილი როგორც გაბრები — ლაზური წარმოშობის ფეოდალური საგვარეულო ბიზანტიაში,[1] რომლებიც მნიშვნელოვნად XI-XII საუკუნეებში დაწინაურდნენ და ნახევრად დამოუკიდებელი ხალდიის თემის მმართველები გახდნენ. გაბრები ცნობილი იყვნენ საკუთარი ანტი იმპერიული განწყობით.[2]

თეოდორე გაბრასის დროს ტრაპიზონში მოჭრილი ფოლისი.

ისტორიულ წყაროებში გაბრასების საგვარეულო, პირველად X საუკუნეში მოიხსენიება, როდესაც კონსტანტინე გაბრასმა, ბარდა სკლიაროსის აჯანყების წინააღმდეგ მიიღო მონაწილეობა. თეოდორე გაბრასმა, დაიკავა ტრაპიზონი და ის ხალდიის თემის ავტონომიური მმართველი გახდა (1081–1098). XIII საუკუნეებში, გაბრასების ნაწილი თურქ-სეელჩუკების სამსახურში ჩადგნენ, ხოლო XIV საუკუნეებისთვის, გაბრასების გარკვეული ნაწილი ბიზანტიაში ადმინისტრაციულ თანამდებობებს ინარჩუნებდა. მათგან ყველაზე აღსანიშნავია მიქაელ გაბრასი, რომელიც ბიზანტიაში ცნობილი იყო კულტურული და პოლიტიკური მოღვაწეობით. მოგვიანებით გაბრასთა ერთი შტო, ყირიმის ნახევარკუნძულზე მდებარე თეოდოროს საერისთავოს მმართველად იქცა.

წარმომავლობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ოჯახი ბიზანტიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში,  ხალდიაში წარმოიშვა, რომელიც ტრაპიზონის გარშემო იყო კონცენტრირებული. საგვარეულოს ეთნიკური წარმომავლობა უცნობია. ზოგიერთი მეცნიერი, მათ სომხურ წარმომავლობაზე საუბრობს,[3][4][5] თუმცა გვარი არც სომხური და არც ბერძნული წარმომავლობისაა. არსებობს გვარის არამეული და სპარსული წარმომავლობის ვერსიებიც. ისტორიკოსი ენტონი ბრაიერის მოსაზრებით, სახელი დაკავშირებულია არაბულ სიტყვა „კაფირ“, სპარსულ „გაბრ“ ან თურქულ „გავურთან“, რომელიც ითარგმნება, როგორც „ურჯულო“ ან „ურწმუნო“.[5] ამ მოსაზრებას ამყარებს ისიც რომ, ხალდიის მდებარეობა ემთხვევა იმ დროინდელი ქრისტიანული და მუსლიმანური რელიგიის გადაკვეთის საზღვრებს. დიდი ალბათობით, გაბრასები პონტოს შიდა რეგიონებიდან გავრცელდნენ, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას გააჩნდა საკუთარი ეთნიკური იდენტობა, რაც განაპირობა იმ ფაქტმა, რომ პონტოს მთებმა ნაკლებად განიცადა „ჰელენიზაციის“ პროცესი და შეინარჩუნა არქაული საზოგადოებრივი სტრუქტურა, გააჩნდათ რა პატარა სამფლობელოები, რომლებიც კონცენტრირებული იყო გამაგრებული მთის მიდამოებში, სავარაუდოდ ტერიტორია ქართველური ან ქართველებთან მონათესავე ტომებით იყო დასახლებული.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი : [3 ტომად] / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა. - I-ლი გამოც.. - [თბ.] : ფანტაზია, 2006. - 28სმ.[MFN: 136149]
  2. Р.М. Бартикян. (1987) Гл. I 0б этнической принадлежности семьи. О византийской аристократической семье Гаврас. Историко-филологическим журнал, № 3 pp. 190-200. ISSN 0135-0536. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-08. ციტირების თარიღი: 2012-11-17.
  3. Р.М. Бартикян. (1987) Гл. I 0б этнической принадлежности семьи. О византийской аристократической семье Гаврас. Историко-филологическим журнал, № 3 pp. 190-200. ISSN 0135-0536. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-01-08. ციტირების თარიღი: 2012-11-17.
  4. А.Л Якобсон // Средневековый Крым: Очерки истории и истории материальной культуры // Изд-во «Наука» [Ленинградское отд-ние], 1964 г. — стр.81- Всего страниц: 230
  5. 5.0 5.1 А.П Каждан // Армяне в составе господствующего класса Византийской империи в 11-12 вв. // Гл.3 § 24 «Гавры» стр-ца 88-92 // АН АрмССР 1973 г.