გაბონის ტურიზმი
გაბონის ტურიზმი განვითარებადი სექტორია.[1] ტურისტული დანიშნულების ადგილებს შორისაა: პლაჟები, ჩანჩქერები მდინარე ოგოუეზე, ბროლის მთების ეროვნული პარკი[1] და ალბერტ შვეიცერის მიერ ლამბარენეში აგებული საავადმყოფო.[1] ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში ნადირობა ნებადართულია დეკემბრიდან სექტემბრამდე.[1]
კონკურენტუნარიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის 2017 წლის ტურიზმისა და მოგზაურობის კონკურენტუნარიანობის ინდექსის მიხედვით, გაბონი მსოფლიოს 136 ქვეყანას შორის 119-ე ადგილზეა (3.1 ქულა), რაც 2015 წლის მაჩვენებლზე უკეთესია (2.9 ქულა, 124-ე ადგილი 141 ქვეყანას შორის). საერთაშორისო ტურისტების რაოდენობა 187 332 ადამიანს შეადგენდა. საერთაშორისო ტურიზმიდან შემოსავლები 9 მილიონ $-ს გაუტოლდა, რაც ერთ ტურისტზე 48$-ს უდრის. ტურიზმისა და მოგზაურობის სექტორზე მთლიანი შიდა პროდუქტის 1.1% მოდის. სექტორში 3 943 ადამიანია დასაქმებული, რაც მთლიანი სამუშაო ადგილების 1%-ს შეადგენს.[2]
| მაჩვენებელი | ქულა | ადგილი[2] | მაჩვენებელი | ქულა | ადგილი[2] |
|---|---|---|---|---|---|
| ბიზნეს გარემო | 4.0 | 116 | ფასების კონკურენტუნარიანობა | 5.5 | 25 |
| უსაფრთხოება და დაცულობა | 5.3 | 80 | გარემოსდაცვითი მდგრადობა | 4.6 | 30 |
| ჯანმრთელობა და ჰიგიენა | 4.4 | 105 | საჰაერო ტრანსპორტის ინფრასტრუქტურა |
2.1 | 98 |
| ადამიანური რესურსები და შრომის ბაზარი | 3.7 | 123 | სახმელეთო და საზღვაო ინფრასტრუქტურა |
2.2 | 121 |
| საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებით უზრუნველყოფა |
3.8 | 93 | ტურისტული მომსახურების ინფრასტრუქტურა |
2.5 | 117 |
| მოგზაურობისა და ტურიზმის პრიორიტიზაცია |
2.6 | 133 | ბუნებრივი რესურსები | 2.7 | 81 |
| საერთაშორისო ღიაობა | 2.3 | 111 | კულტურული რესურსები ბიზნეს მოგზაურობა |
1.2 | 124 |
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Gabon: Tourism, travel, and recreation. Nations Encyclopedia. ციტირების თარიღი: 2008-08-19
- ↑ 2.0 2.1 2.2 The Travel & Tourism Competitiveness Report 2017. (2017). World Economic Forum. Geneva. ISBN 978-1-944835-08-8. pp. 204-205.
| |||||