გაბმულის წმინდა გიორგის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაბმულის წმინდა გიორგის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ გორანის მიდამოებში, დაახლოებით 3 კილომეტრზე, ტყეში. განეკუთვნება VII-X საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია, თანადროული მინაშენით სამხრეთიდან. ნაგებია რიყისა და ნატეხი ქვით. მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილი კედლები გარედან მიწითაა დაფარული და მხოლოდ ალაგ-ალაგ ჩანს. შიგნით კედლებიდან შედარებით უკეთ ჩანს ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტი. აღმოსავლეთით იკითხება აფსიდის მოხაზულობა.

მინაშენი მიწითაა ამოვსებული. მოჩანს მხოლოდ დასავლეთ კედლის ნანგრევი. ეკლესიის გარშემო, დიდ ფართობზე, ქვებია მიმოფანტული. მათ შორის, აქა-იქ შირიმის ქვებიცაა.

ეკლესიას გარს ევლებოდა გალავანი (შემორჩენილია ფრაგმენტები), რომელსაც შესასვლელი ჩრდილოეთით ჰქონია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]