ეგნატე გაბლიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან გაბლიანი, ეგნატე)
ეგნატე გაბლიანი
დაბადების თარიღი 1881
გარდაცვალების თარიღი 1937
ეროვნება ქართველი
ალმა-მატერი პეტერბურგის უნივერსიტეტი
საქმიანობა ეთნოგრაფი, პუბლიცისტი, მკვლევარი
განაჩენი დახვრეტა
შვილ(ებ)ი გივი გაბლიანი

ეგნატე გიორგის ძე გაბლიანი (დ. 1881, დაბა მესტია, — გ. 1937) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, ეთნოგრაფი და პუბლიცისტი, სვანეთის მკვლევარი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაამთავრა ქუთაისის გიმნაზია, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი. 1900-იან წლებში იყო სვანეთის ბოქაული, შემდეგ ბეჩოს რაიონის უფროსი. იმდროინდელ პრესაში ფართოდ აშუქებდა სვანეთის პრობლემებს;[1] აგროვებდა ზეპირსიტყვიერების ნიმუშებს; იკვლევდა სვანების ყოფას, ფოლკლორს. ავტორია რამდენიმე წიგნისა, რომელთაგან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია „თავისუფალი სვანეთი“ (1927 წ.). იყო სოციალისტ-ფედერალისტების პარტიის წევრი.[2]

გაბლიანი იყო საქართველოს 1921–1924 წლების ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე, სვანეთის 1921 წლის ამბოხების ერთ-ერთი მეთაური ნესტორ გარდაფხაძესთან და ბიძინა პირველთან ერთად. მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს ეროვნული აჯანყების მომზადებაში. დაპატიმრებული იყო ჩეკისტების მიერ 1922 და 1924–1926 წლებში. ამნისტიის შემდეგ გაბლიანი მუშაობდა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე მესტიაში. იყო მესტიის ეთნოგრაფიულ-ისტორიული მუზეუმის დამაარსებელი და პირველი დირექტორი,[3] ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზისა და მესტიაში აეროპორტის მშენებლობის ერთ-ერთი ინიციატორი. დახვრიტეს 1937 წელს არალეგალური ორგანიზაციის წევრობის ბრალდებით.[4]

რესურსები ინტერენტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. „წინ, წინაპართა ნაკვალევზე“. Svanetitrekking.ge. ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2018.
  2. ჯიქია ლ., 1924 წლის აჯანყება დასავლეთ საქართველოში, თბ.: უნივერსალი, 2012. — გვ. 116.
  3. სვანეთის მუზეუმი კონკურსის „ევროპის წლის მუზეუმი 2016” ნომინანტია. ნეტგაზეთი.
  4. ობერლეიტენატი გივი გაბლიანი - მოღალატე თუ გმირი?. კვირის პალიტრა (24 ივნისი, 2011). ციტირების თარიღი: 19 მარტი, 2018.