გაბანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გაბანიეკლესია, რომელიც მდებარეობს სოფელ ჩრქინიში, არზუმის მხარე, სპერის რაიონში. ძირითადი კონსტრუქცია - მხატვრობა. ზღვის დონიდან 1050 მ.

მდებარეობს მდინარე ჭოროხის მარცხენა სამაპიროზე, მთის ფერდობის დასაწყისშივე, სოფელთან დამაკავშირებელი ხიდის ჩრდილო-დასავლეთით, 50 მეტრში, ადგილს გაბანი ეწოდება. მომცრო ზომის (8,4 x 6,4 მ) ბაზილიკური ეკლესია საინტერესო ხუროთმოძღვრული ნიმუშია.

ჩაქცეული აქვს კამარა და კედლები მეტნაკლებად კარგად არის შემორჩენილი. ნაგებია რიყის ქვით, არქიტექტურული ფორმების გამოყვანისთვის ნახმარია შირიმის ქვაც.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ტაო-კლარჯეთი“, გამომცემლობა „არტანუჯი“ თბ., 2018, გვ. 54