ბჰუტანის მეფის გვირგვინი
იერსახე

ყორნის გვირგვინი (ძონგკხა: དབུ་ཞྭ་བྱ་རོག་ཅན་; ვაილი: dbu-zhva bya-rog-can)[1] — ბჰუტანის მეფის ოფიციალური გვირგვინი. გვირგვინი სრულდება ყორანის თავის ფორმით.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ვანგჩუკების დინასტიამ დამოუკიდებელი ბჰუტანის სამეფო დააარსა 1907 წელს. დინასტიის პირველი მეფე - უგენ ვანგჩუკი (1862–1926) იყო ქარიზმატული პიროვნება, რომელმაც შეძლო ბჰუტანის გაერთიანება და შიდა დაპირისპირებების მოგვარება. მან თავის სიმბოლოდ აირჩია გვირგვინი ყორნის გამოსახულებით. ფრინველის რომელიც წარმოადგენდა მახაკალას (ბუდიზმის დამცველი ღმერთი), ერთ-ერთ ფორმას. ბჰუტანის მეფის გვირგვინის პირველი პროტოტიპი იყო მამამისის ჯიგმე ნამგიალის (1825–81) საბრძოლო მუზარადი, რომელსაც ის ხმარობდა როგორც შიდა ბრძოლების ასევე ინგლისელთა წინააღმდეგ ბრძოლების დროს.
დრუკ გიალპოების სია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბჰუტანის მემკვიდრეობითი მეფეები:[2]
- მისი უდიდებულესობა უგენ ვანგჩუკი (I დრუკ გიალპო)
- მისი უდიდებულესობა ჯიგმე ვანგჩუკი (II დრუკ გიალპო)
- მისი უდიდებულესობა ჯიგმე დორჯი ვანგჩუკი (III დრუკ გიალპო)
- მისი უდიდებულესობა ჯიგმე სინგე ვანგჩუკი (VI დრუკ გიალპო)
- მისი უდიდებულესობა ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკი (V დრუკ გიალპო)
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Aris, Michael (2005). Raven Crown: The Origins of Buddhist Monarchy in Bhutan. ჩიკაგო: Serindia Publications. ISBN 978-1-932476-21-7.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Olschak, Blanche Christine. (1979)Ancient Bhutan: a study on early Buddhism in the Himâlayas. Swiss Foundation for Alpine Research. ციტირების თარიღი: 2011-02-12.
- ↑ Hundred years of Monarchy: A walk down the memory lane. Bhutan 2008. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-01. ციტირების თარიღი: 2013-06-26.