ბჰიშმა (მაჰაბჰარატა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა
Statue of Bhishma.jpg

ბჰიშმა (ბიშმა; ბჰიშმა პიტამაჰა, განგაპუტრა ბჰიშმა [1]) - ინდური ეპოსის "მაჰაბჰარატას" პერსონაჟი. კურუს მეფის შანტანუს და მდინარის ქალღმერთის განგის მერვე ვაჟი [2]. იგი პანდავებისაც და კაურავების ნათესავიც იყო მისი ნახევარძმიდან, ვიჩიტრავირიადან (სატივატის ვაჟი). სწავლობდა ვიშნუს მეექვსე ავატარ პარაშურამასთან. თავისი დროის ერთ-ერთი უძლიერესი მეომარი, ცნობილია თავისი ცელიბატის ფიცით (სახელი ბჰიშმა ნიშნავს "ის, ვინც მკაცრ ფიცს იცავს"). მამამისისგან მიიღო უკვდავების ძღვენი - მას შეეძლო უკვდავი დარჩენილიყო ან სიკვდილის დრო თვითონ აერჩია. [3]

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გაჩენა და ყრმობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მეფე შანტანუმ მდინარე განგის ნაპირზე მშვენიერი ქალი (ქალღმერთი განგა) დაინახა და ცოლობა სთხოვა. იგი დათანხმდა, მაგრამ ერთი პირობით: შანტანუ არასდროს არ შეეკითხებოდა მას მისი ქმედებების მიზეზებს. შანტანუ დათანხმდა, ისინი დაქორწინდნენ და მათ ვაჟი შეეძინა, მაგრამ მისი დაბადებიდან ცოტა ხანში განგამ ის მდინარეში დაახრჩო. შანტანუ ვერ ეკითხებოდა მას მიზეზებს და განგამ მიყოლებით შვიდი ვაჟი დაახრჩო. ბოლოს გულმოკლულმა მეფემ მერვე ვაჟის დახრჩობა არ გაუშვა. განგამ აუხსნა, რომ მისი რვა შვილი დაწყევლილი იყო - მერვე შვილის წყევლა დედამიწაზე ხანგრძლივი ცხოვრება იყო. განგამ მერვე ვაჟი - ბჰიშმა გასაზრდელად ცაში აიყვანა და გაუჩინარდა. სხვადასხვა სამყაროში მან ბჰიშმა ბრძენებს მიაბარა და საბოლოოდ მამამისთან დააბრუნა დედამიწაზე, რადგან ახლა ის მეფობისთვის მზად იყო.

მომავალი მეფე დიდი სიყვარულით სარგებლობდა, მაგრამ შანტანუს მეთევზე ქალი შეუყვარდა და ცოლობა სთხოვა, ქალის მამამ კი უთხრა, რომ მარტო მაშინ დართობდა ნებას, თუ მისი შვილიშვილები მემკვიდრეები გახდებოდნენ. შანტანუმ დიდი მწუხარებით უარი უთხრა, მაგრამ ბჰიშმამ ტახტი დათმო მამას ბედნიერებისთვის, ცელიბატის ფიცი დადო და მამისგან საკუთარი სიკვდილის მართვის უნარი მიიღო.

ამბას შურისძიება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წლების შემდეგ ბჰიშმამ ახალი მეფისთვის და მისი ნახევარი ძმისთვის ცოლების მოპოვება გადაწყვიტა და კაშიის პრინცესები გაიტაცა. მათგან უფროსს - ამბას - სხვა კაცი, სვარა, უყვარდა და ბჰიშმამ ის გაუშვა, მაგრამ დამარცხებულმა სვარამ, რომელმაც ვერ შეაჩერა ამბას გატაცება, აღარ ისურვა მასზე ქორწინება. ამბამ ბჰიშმაზე შურისძიების ფიცი დადო. ამბას ბჰიშმას ყოფილი გურუ - პარაშურამა დაუდგა გვერდში და ბჰიშმას შეებრძოლა, მაგრამ ვერ დაამარცხა.

კურუკშეტრას ომი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შემდგომში მას მოუწია მონაწილეობის მიღება კონფლიქტში მისი ნახევარი ძმის შვილიშვილების შორის, მას ორივე უყვარდა და ომმა ძალიან დაღალა. მან ვერ მოახერხა მშვიდობა დაემყარებინა, ორივე მხარე ადანაშაულებდა არასრული ძალის გამოყენებაში. საბოლოოდ, ომის დასრულებისთანავე, მან სიკვდილი ისურვა. ამბას რეინკარნაცია ადრე ქალი იყო და მას ფიცი ჰქონდა დადებული, რომ ქალს ან იმას, ვინც ოდესღაც ქალი იყო არ ავნებდა, ამიტომ ბრძოლის დროს ის მის მხარესაც არ იყურებოდა და მისი მხრიდან მტერმა - ანჯუნამ ისრებით დაფლითა ბჰიშმას სხეული. ის ისრების საწოლზე გარდაიცვალა 58 ღამის შემდეგ. ამბას შურისძიება შესრულდა, რადგან მისი რეინკარნაცია ბიშმას სიკვდილის არაპირდაპირი მიზეზი გახდა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • B. R. Rajam Aiyar (30 September 1996). Rambles in Vedanta. Motilal Banarasi Das Publishers Pvt Ltd. pp. 113–114. ISBN 9788120809123.
  • Manish Verma (2000). Fasts and Festivals of India. Diamond Pocket Books (P) Ltd. pp. 73–. ISBN 978-81-7182-076-4.
  • Dalal, Roshen (18 April 2014). Hinduism: An Alphabetical Guide. Penguin UK. ISBN 978-81-8475-277-9.
  • Debalina (20 December 2019). Into the Myths: A Realistic Approach Towards Mythology and Epic. Partridge Publishing. ISBN 978-1-5437-0576-8.
  • Srivastava, Diwaker Ikshit (11 December 2017). Decoding the Metaphor Mahabharata. One Point Six Technology Pvt Ltd. ISBN 978-93-5201-000-4.