ბჰარატნატიამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბჰარატა ნატიამი)
ბჰარატნატიამის მოცეკვავე რასილა პრიადარშანი

ბჰარატნატიამი (ტამილი பரதநாட்டியம, სანსკ. भरतनाट्यम bhāratanāṭyam „ბჰარატას ცეკვა“) — ინდოეთის კლასიკური ცეკვის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სტილი (სულ ხუთი სტილი არსებობს).

ბჰარატნატიამი ინდოეთის შტატ ტამილნადუში დაიბადა. მიუხედავად იმისა, რომ მისი ისტორია ბოლო 200 წელია ცნობილი, იგი ინდოეთის ლიტერატურულ და ხელოვნების უძველეს ტრადიციებს ეფუძნება და ცეკვის თეორია დაახლ. ძვ.წ. IV საუკუნეში ბჰარატა მუნის მიერ შექმნილ ნატიაშასტრაშია ჩამოყალიბებული.

მეოცე საუკუნის ოცდაათიან წლებში რუკმიდი დევის ხელმძღვანელობით ხელოვნების ამ დარგმა რენესანსი განიცადა და იგი მთელ მსოფლიოში ცნობილი და პუპულარული გახდა.

იუნესკომ ბჰარატნატიამი კაცობრიობის ხელოვნების საუნჯეთა სიაში შეიტანა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]