ბჰაკტაპური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქალაქი
ბჰაკტაპური
ქვეყანა ნეპალის დროშა ნეპალი
კოორდინატები 27°40′20″ ჩ. გ. 85°25′40″ ა. გ. / 27.67222° ჩ. გ. 85.42778° ა. გ. / 27.67222; 85.42778
დაარსდა 1953
ფართობი 6.89 კმ²
ცენტრის სიმაღლე 1346 მეტრი
მოსახლეობა 81 748 (2011)
სასაათო სარტყელი UTC+05:45
სატელეფონო კოდი 01
საფოსტო ინდექსი 44800
ოფიციალური საიტი https://www.bhaktapurmun.gov.np/
ბჰაკტაპური — ნეპალი
ბჰაკტაპური

Ბჰაკტაპური, ასევე ცნობილი როგორც ბჰანდგაონი და კჰვოპა (ნეპალ. भक्तपुर) — ძველი ქალაქი ნეპალის დედაქალაქ კატმანდუს აღმოსავლეთით, რომელიც გამოირჩევა უამრავი არქიტექტურული ძეგლით. Მისი მოსახლეობა 77 000 ადამიანს შეადგენს. ამ მონაცემებით იგი მესამე ადგილზეა ყველაზე დასახლებულ პუნქტებს შორის და ყველაზე პატარაა კატმანდუს ხეობის სამეფო ქალაქებში. ბჰაკტაპური მორწმუნეთა ქალაქს ნიშნავს.

ქალაქი მდინარე ჰანუმატზეა განლაგებული და კატმანდუს მსგავსად ჰიმალაის ძირში მდებარეობს, რასაც შეუძლებელია გავლენა არ მოეხდინა მის ისტორიასა და განსაკუთრებულობაზე. ქალაქის შესახებ წარმოდგენებს ქმნის თავისებური ლანდშაფტი, მეთუნეობა და ტრადიციული წარმოდგენები სიცოცხლის დამადასტურებელი მუსიკის შესახებ. 150-ზე მეტმა მუსიკალურმა და ასმა კულტურულმა ჯგუფმა შექმნეს ბჰაკტაპურის, როგორც ნეპალის ხელოვნების დედაქალაქის იმიჯი[1]. ქალაქის მცხოვრები მამრობით სქესის წარმომადგენლები ატარებენ გამორჩეულ თავსაბურავს, რომელსაც დჰაკა ტოპი ჰქვია.

XIV საუკუნიდან XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე ბჰაკტაპური მალას დინასტიის დედაქალაქი იყო. იმ პერიოდიდან ჩვენ დრომდე მოაღწია 172-მა ტაძარმა, 32-მა ხელოვნურმა ტბამ და მრავალმა ხის ბარელიეფით მორთულმა საცხოვრებელმა სახლმა. მიუხედავად იმისა, რომ 1934 წელს ბჰაკტაპური მიწისძვრის შედეგად განადგურდა, ის მალევე აღადგინეს და 1979 წელს ქალაქის არქიტექტურული მემკვიდრეობა იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სიაში შევიდა[2].

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბჰაკტაპური მდებარეობს ჰიმალაის მთისწინეთის სამხრეთ კიდეზე, კატმანდუს ხეობაში. ეს ხეობა ოცდახუთი კილომეტრია ჩრდილო-სამხრეთის მიმართულებით და ცხრამეტი კილომეტრი აღმოსავლეთ-დასავლეთით და გარშემორტყმულია 2900 მეტრამდე სიმაღლის მთიანი ქედით. თავად ხეობა მდებარეობს 1340 მეტრ სიმაღლეზე. ხეობის მდინარეთა სისტემა არ არის დამოკიდებული მის მაღალმთიან მდებარეობაზე, რადგანაც ის იკვებება მდინარე ბაგმატის წყლით. ამ სისტემაში შედიან მდინარეები, როგორიცაა ვიშნუმატი, მოჰარანა, დჰობი, ნაჰუ კჰოლარი, ასევე ჰანუმანტე, რომელზეც დგას ბჰაკტაპური. ხეობის კორპუსი ქვიშისა და თიხნარისგან შედგება. ნიადაგის ამ შემადგენლობის ზუსტი მიზეზი უცნობია; ვარაუდობენ, რომ აქ ადრე იყო ტბა. ნეპალი მდებარეობს ინდოეთის და ევრაზიის ფილების შეერთების ადგილზე, რომლის შეჯახების შედეგად შეიქმნა ჰიმალაი. ეს თავის მხრივ იწვევს ხშირ მიწისძვრებს, რომელთაგან ყველაზე ძლიერი იყო მიწისძვრები 1255 წელს (7,7 ბალი), 1833, 1934 (8,4 ბალი) და 2015 წელს.

საქალაქო დაყოფა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქალაქი 1961 წელს ჩვიდმეტ ოლქად დაიყო, თუმცა მოსახლეობას ამისთვის განსაკუთრებული ყურადღება არ მიუქცევია და კვლავ ძველ, ოცდაოთხ რაიონიან დანაწილებას მისდევდნენ. თანამედროვე ოლქებს კი შემდეგი სახელები აქვთ: დუვაკოტი, ჯჰაუკჰელი, ჩანგუ ნარაიანი, ჩალინგი, ნაგარკოტი, ბაგესვორი, სუდალი, ტატჰალი, ჰიტპოლი, ნანსჰელი, სიპადოლი, გუნდუ, კატუნჯე, დადჰიკოტი, სვუტარი და ბალკოტი. ასევე ვადჰეპურის, იგივე ტჰიმის ოლქთან ერთად ისინი ქმნიან ბჰაკტაპურს.

კლიმატი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგადი საშუალო ტემპერატურა ქალაქში 18,4°C-ია. მისი მაქსიმუმი +30°C, ხოლო მინიმუმი 0°C-ია. ყველაზე თბილი თვეები ივნისი და ივლისია, +25 – +27 °C-ით, ხოლო ყველაზე ცივი — დეკემბერი და იანვარი, +10 – +11 °C-ით. ნალექის რაოდენობა ივლისში 375 მმ, ხოლო იანვარსა და თებერვალში მხოლოდ 2-3 მმ-ია. მიუხედავად ამისა, მუსონური კლიმატის წყალობით წლიური ნალექის რაოდენობა 1249 მმ-ს შეადგენს. ივლისის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე ქალაქისთვის ხშირი წვიმებია დამახასიათებელი.

მოსახლეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბოლო ოცდაათი წლის განმავლობაში ქალაქის მოსახლეობა თითქმის გაორმაგდა. 2001 წელს ზრდის მაჩვენებელი 2,4% იყო. იმიგრანტთა რიცხვიდან, რომლებიც კატმანდუს ხეობაში ჩადის, 84% — კატმანდუში, 15% — ლალიტპურში და მხოლოდ 1% სახლდება ბჰაკტაპურში.

რელიგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მოსახლეობის 2001 წლის აღწერამ გამოავლინა, რომ ბჰაკტაპურის მხოვრებთა 88% ინდუიზმის მიმდევარია, 8% ბუდისტია. სხვა კონფესიის წარმომადგენელლთა რაოდენობა საკმაოდ მცირეა, მათ შორის არიან: 0,2% მუსლიმები, 0,2% ქრისტიანები, 0,01% სიქები, 0,01% ბაჰაიზმის მიმდევარი და უცნობი რელიგიური კუთვნილების ადამიანები.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Bijukchhe, N.M. 2059 VS (2002/3 AD). Saya Barsha Pachiko Bhaktapur (Bhaktapur After 100 Years). Bhaktapur: Kendriya Prakashan Samiti, Nepal Majdur Kishan Party.
  • Dhakal, Suresh, and Sanjeev Pokharel. 2009. "Local Movements, Political Processes and Transformation: A Case Study of Bhaktapur Municipality." Occasional Papers in Sociology and Anthropology 11:178-201.
  • Gellner, David. 2001. The Anthropology of Hinduism and Buddhism: Weberian Themes. New Delhi: Oxford University Press. (Chap. 12 and 13.)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]