ბუხუტი ლაზარიაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუხუტი ლაზარიაშვილი
დაბადების თარიღი 21 იანვარი, 1935 (1935-01-21) (89 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბუხუტი ლაზარიაშვილი (დ. 21 იანვარი, 1935, თელავი) — ქართველი ინჟინერი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1958 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამთო-სამარკშეიდერო სპეციალობით.

1959-1969 წლებში მუშაობდა რუსთავის ქიმიური ქარხნის მექანიკოსად, საამქროს ცვლის უფროსად, საკონსტრუქტორო განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1969 წელს 3 წლით მივლინებული იყო მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკაში სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტის საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსად; მონღოლეთიდან დაბრუნების შემდეგ მუშაობა განაგრძო რუსთავის ქიმიურ ქარხანაში, საიდანაც საქართველოს მინისტრთა საბჭოს დადგენილებით გადმოყვანილ იქნა ქ. თბილისში საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებული სპეცსამონტაჟო სამუშაოთა მთავარი სამმართველოს „საქმონტაჟსპეცმშენის“ საწარმოო სამართველოს უფროსად; შემდეგ მუშაობდა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილედ; აქტიურად მონაწილეობდა რესპუბლიკის მნიშვნელოვანი სამრეწველო და სოციალურ-საყოფაცხოვრებო დანიშნულების ობიექტების მშენებლობაში, მათ შორის: რუსთავის ქიმიური, ქუთაისის საავტომობილო, ზესტაფონის ფეროშენადნობთა და ახალქალაქის საბაგირო გზების დანადგართა ქარხნების მშენებლობაში; ოპერატიულად უწევდა კოორდინაციას მემონტაჟეთა მრავალათასიანი კვალიფიციური კოლექტივების საქმიანობას; დაჯილდოებულია მონღოლეთის რევოლუციის 50 წლისთავის საიუბილეო მედლით; 2013 წლის ბოლომდე მუშაობდა სააქციო საზოგადოება „მონტაჟსპეცმშენის“ გენერალური დირექტორის მოადგილედ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია, თბ., 2017, გვ. 334

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]