ბუხარის ქარავან-სარაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუხარის ქარავან-სარაი
აზერ. Buxara karvansarayı
Bukhara Caravansaray.jpg
მდებარეობა იჩერი-შეჰერი, ბაქო, დროშა: აზერბაიჯანი აზერბაიჯანი
ტიპი ქარავან-სარაი
სტილი შირვან-აპშერონის არქიტექტურული სკოლა
თარიღდება XV საუკუნე

ბუხარის ქარავან-სარაი (აზერ. Buxara karvansarayı) აღიმართა XV საუკუნის ბოლოს სავაჭრო გზაზე, რომელიც გადიოდა შემახის ჭიშკარზე. იგი განლაგებულია ქალწულის კოშკის მახლობლად — კოშკის (გიულიას) ქუჩა 2.

ქარავან-სარაი ძირითადად იყო ცენტრალური აზიის ვაჭრების დასავენებელი ადგილი.[1] 1964 წელს ბუხარის ქარავან-სარაის რესტავრაცია ჩაუტარდა, ამის შედეგად იგი შენობა გამოცალკავებულ იქნა სხვა უფრო ძველი ნაგებობებისაგან, რამაც საშუალება მისცა მას გამოაშკარავებულიყო.

ქარავან-სარაის ფორმა სტანდარტული ოთხკუთხედია. იგი გარშემორტყმულია აივნებითა და გალიებით, პორტალი კი გამოზნექილია. მას გააჩნია რვაკუთხა ეზო. ქარავან-სარაის არქიტექტურული კომპოზიციის ძირითადი ნაწილი ჩამოყალიბებულია შიდა თაღებით, რომლებიც შიდა ეზოს გარშემო არიან განლაგებულნი. ქარავან-სარაის ეზოში განლაგებულია რესტორანი, რომელშიც მზადდება აზერბაიჯანული სამზარეულოს ეროვნული კერძები.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Museums, Reserves, Galleries of Baku — National Tourism Promotion Bureau, 2017.