ბუხარის ემირის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუხარის ემირის სახლი
Дом Эмира Бухарского
Дом эмира бухарского 1.JPG
კოორდინატები 59°58′06″N 30°18′29″E / 59.968344° ჩ. გ. 30.308116° ა. გ. / 59.968344; 30.308116
მდებარეობა სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
სტილი ნეოკლასიციზმი
თარიღდება 1913-1914
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7802471000

ბუხარის ემირის სახლი (რუს. Дом Эмира Бухарского) — XX საუკუნის არქიტექტურის ძეგლი, ისტორიული შენობა. საშემოსავლო სახლი. აგებულია ნეოკლასიციზმის არქიტექტურულ სტილში. მდებარეობს ქალაქ სანქტ-პეტერბურგში. მისამართი კამენოოსტროვსკის პროსპექტი, სახლი № 44-ბ. არის სანქტ-პეტერბურგის კულტურული მემკვიდრეობის რეგიონალური ობიექტი. აგებულია 1913-1914 წლებში. აშენეს ბუხარის ემირის აბდულ-ახად-ხანის დაკვეთით ს. ს. კრიჩენსკის პროექტის მიხედვით.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კამენოოსტროვსკის ქუჩაზე მდებარე სახლის პროექტი დაამტკიცეს 1913 წელს, ხოლო მშენებლობა დაიწყო ამავე წელს და დასრულდა 1914 წელს.

სახლის პირველი მფლობელი იყო ბუხარის ემირი სეიდ-ანდულა-ახად-ბოგოდურ-ხანი, რომელმაც მიწის ნაკვეთი 1910 წელს იყიდა კამენოოსტროვსკის პროსპექტზე. სახლი ააშენეს მისი მემკვიდირის სეიიდ ალიმ-ხანისათვის. მაგრამ ამ სახლში არ უცხოვრია არც მას და არც მის მემკვიდრეს. 1910 წლის დეკემბერში ბუხარის მმართველი გარდაიცვალა განუკურნებელი სენით, ხოლო მისი მემკვიდრე, ბუხარის უკანასკნელი ემირი, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ გაიქცა ავღანეთში, სადაც მალევე გარდაიცვალა.

1917 წლის მარტის შუა რიცხვებამდე ბუხარის ემირის სახლში განათავსეს პეტროგრადის გარნიზონის მეტყვიამფრქვევეთა პირველი სათადარიგო პოლკი, რომელიც აქტიურად მონაწილეობდა თებერვლის რევოლუციაში. პროექტის ავტორი ს. ს. კრჩინსკი ცხოვრობდა ამ სახლის მეოთხე ბინაში 1917-1923 წლებში.

ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ ბუხარს ემირის სახლი კომუნალურ საცხოვრებლად გადააკეთეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]