ბუჩქნარის მემინდვრია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუჩქნარის მემინდვრია
ბუჩქნარის მემინდვრია.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Microtus majori (Thomas, 1906)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 LC ka.svgსაჭიროებს ზრუნვას
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ
IUCN 3.1 Least Concern : 136354

ბუჩქნარის მემინდვრია (ლათ. Microtus (Pitymys) majori) — ძუძუმწოვარი ცხოველი მღრღნელების რიგისა. გავრცელებულია ევროპაში, მცირე აზიაში, კავკასიაში. ბინადრობს ფოთლოვან და ნაწილობრივ შერეულ ტყეში, ბუჩქნარებში, მთაგორიან მდელოებზე. ვერტიკალურად ვრცელდება 2300 -მდე. ბუდეს იკეთებს სოროში, რომელსაც თვითონვე თხრის. შობს 3–4 ნაშიერს. წლის განმავლობაში მრავლდება 2–3-ჯერ. იკვებება მარცვლოვანი კულტურებით, ბალახით, თესლით, ბოლქვებით და ფესვებით. იძლევა რამდენიმე ქვესახეობას. საქართველოში გავრცელებულია მცირეაზიური ბუჩქნარის მემინდვრია (M. m. majori), ბინადრობს ახალციხისა და ახალქალაქის ზეგნებზე, აჭარაში, აფხაზეთში, სვანეთში, რაჭაში, შიდა ქართლში; სურამული ბუჩქნარის მემინდვრია (M. m. suramensis), გვხვდება კავკასიონის ცენტრალურ ნაწილში, სურამთან, თრიალეთის ქედზე; დაღესტნური ბუჩქნარის მემინდვრია (M. m. dagegtanicus), გვხვდება თუშეთში, ხევსურეთში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]