შინაარსზე გადასვლა

ნახევრად ბუჩქი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუჩქბალახი)
მთის მოცვი

ნახევრად ბუჩქი, ბუჩქბალახი — მრავალწლოვანი მცენარე, რომლის ყლორტები მხოლოდ ქვედა ნაწილში ხევდება, ზედა კი ბალახოვნად რჩება და დაზამთრებისას კვდება. ნახევრად ბუჩქის სიმაღლე 80 სმ (იშვიათად 150-200 სმ) აღწევს. დამახასიათებელია არიდული ქვეყნებისათვის. ნახევრად ბუჩქია მრავალი სახეობის ველისა და უდაბნოს ავშანი, მლაშობურა, ზოგიერთი გლერძი და სხვა. ბევრ მათგანს აქვს ნიადაგდაცვითი მნიშვნელობა.