ბუჩოვიცე
| ქალაქი | |||||
|---|---|---|---|---|---|
|
ბუჩოვიცე Bučovice | |||||
|
თავისუფლების მოედანი | |||||
| |||||
| ქვეყანა |
| ||||
| მხარე | სამხრეთ მორავიის მხარე | ||||
| შიდა დაყოფა | Černčín[1] , Kloboučky[1] , Marefy[1] , Vícemilice[1] და Q56412260? | ||||
| კოორდინატები | 49°08′56″ ჩ. გ. 17°00′07″ ა. გ. / 49.14889° ჩ. გ. 17.00194° ა. გ. | ||||
| მმართველი | ირჟი ჰორაკი | ||||
| პირველი ხსენება | 1322 | ||||
| ფართობი | 31,18 კმ² | ||||
| ცენტრის სიმაღლე | 254 მ | ||||
| მოსახლეობა | 6 891[2] კაცი (2025) | ||||
| სიმჭიდროვე | 221 კაცი/კმ² | ||||
| სასაათო სარტყელი | UTC+1, ზაფხულში UTC+2 | ||||
| საფოსტო ინდექსი | 685 01 | ||||
| საავტომობილო კოდი | B | ||||
| ოფიციალური საიტი | bucovice.cz | ||||
ბუჩოვიცე (ჩეხ. Bučovice) — ქალაქი ჩეხეთის რესპუბლიკის სამხრეთ მორავიის მხარეში. ქალაქი ბუჩოვიცე ვიშკოვის რაიონის ნაწილია. ბუჩოვიცეს მუნიციპალიტეტი ხუთი ადმინისტრაციული ერთეულისგან შედგება, ქალაქ ბუჩოვიცეს გარდა მისი ინტეგრირებული ნაწილებია: ვიცემილიცე, კლობოუჩკი, მარეფი და ჩერნჩინი.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუჩოვიცე ქალაქ ვიშკოვიდან სამხეთით დაახლოებით 14 კილომეტრში, ხოლო რეგიონალურ ცენტრ ბრნოდან აღმოსავლეთით 26 კილომეტრში მდებარეობს. ქალაქი ლიტენჩიცეს ბორცვებსა და ზდანიცეს ტყის შორისაა გაშენებული, ქალაქის ტერიტორიაზე მდებარე ყველაზე მაღალი წერტილია რადლოვეცის გორა, მისი სიმაღლე 426 მეტრია ზღვის დონიდან. ბუჩოვიცეში მიედინება მდინარე ლიტავა.

ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუჩოვიცე ისტორიულ წყაროებში პირველად 1322 წელს არის მოხსენიებული. ცნობილია, რომ აქ XIII საუკუნეში უკვე იდგა ქვის ტაძარი. XIV საუკუნის ბოლოს ბუჩოვიცეში გაშენდა ვენახები და მას სავაჭრო ქალაქის სტატუსი მიენიჭა.[3]
XVI საუკუნეში ბუჩოვიცე აყვავდა და განვითარდა. მამულის მფლობელმა ბოსკოვიცელმა იან შემბერა ჩერნოჰორსკიმ აქ მორავიის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე რენესანსის ციხესიმაგრე ააგო. ოცდაათწლიანი ომის დროს, ბუჩოვიცე შვედეთის სამეფოს ჯარმა გაძარცვა და დაანგრია, თუმცა ციხესიმაგრის აღება შვედებმა ვერ მოახერხეს.[3]
XVIII საუკუნის მეორე ნახევარსა და XIX საუკუნის პირველ ნახევარში ბუჩოვიცე ქსოვილის წარმოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო მორავიაში. იმდროინდელი ქსოვილების მწარმოებელ კომპანიებს ებრაელები ფლობდნენ. XX საუკუნის განმავლობაში ქალაქის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკური სექტორი ხეტყის მრეწველობა გახდა.[3]
ღირსშესანიშნაობები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუჩოვიცე მისი რენესანსის სტილის ულამაზესი ციხესიმაგრითაა ცნობილი. ეს შენობა იტალიურ სასახლეთა სტილში 1575–1585 წლებში ააგეს. დღეს ის სახელმწიფოს საკუთრებაა და ღიაა დამთვალიერებელთათვის. ციხეს ძვირფასი ეზო აქვს, სადაც 90 სვეტი დგას. ამ სვეტებზე ჯამში 540 ბარელიეფია გამოსახული. ეზოს ცენტრალურ ნაწილში მანიერისტული სტილის შადრევანია. ინტერიერი მდიდრული გვიანი რენესანსის სტილშია მორთული. ციხესიმაგრეს ჩეხეთის ეროვნული კულტურული ძეგლის სტატუსი აქვს.[4]
არქიტექტურულად ღირებული ნაგებობაა ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. იგი ადრეულ ბაროკოს სტილში 1637–1641 წლებში აშენდა. 1748 წელს ინტერიერი ანტონ ერჰარდ მარტინელიმ გადააკეთა. 1826–1830 წლებში ეკლესია ნეოკლასიკურ სტილში აღადგინეს და გააფართოვეს.
ქალაქის მნიშვნელოვანი ისტორიული შენობაა ბუჩოვიცის მერია, ის 1772 წელს ააგეს. ბუჩოვიცეში იდგა 1853 წელს აგებული სინაგოგა, რომელიც 1966 წელს დაანგრიეს.[5]
ცნობილი ადამიანები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიროსლავ დოლეჟალი (1919–2009) — მსახიობი, პრაღის ეროვნული თეატრის დასის წევრი
- ბობ ფრიდლი (1947–2013) — მომღერალი
- იან პოდვესკი (1909–1994) — კომუნისტური რეჟიმის მიერ დევნილი კათოლიკე სასულიერო პირი
- მილოშ სოკოლა (1913–1976) — მევიოლინე და კომპოზიტორი
- ანტონინ სოუჩეკი (1888–1942) — ბუჩოვიცის გიმნაზიის პროფესორი, ქალაქის მერი 1931 წლიდან, დახვრიტეს ნაცისტებმა 1942 წლის 14 ივნისს
- ზდენეკ სუშეკი (1925–2015) — ევანგელისტი სასულიერო პირი და ბიბლიის მკვლევარი
დაძმობილებული ქალაქები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ფოტოგალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
მერიის შენობა
-
ქალაქის პანორამული ხედი
-
ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი
-
ციხესიმაგრე
-
ჩერნჩინი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Czech location identification system — Czech Office of Surveying and Cadastre.
- ↑ Population of Municipalities – 1 January 2025. Czech Statistical Office (2025-05-16).
- ↑ 3.0 3.1 3.2 შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები archiveurl და archivedate მითითებული უნდა იყოს ორივე, ან არცერთი.Historie a současnost města cs. Město Bučovice. ციტირების თარიღი: 2021-11-30
- ↑ Areál zámku s parkem Bučovice cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-05-28
- ↑ Kostel Nanebevzetí Panny Marie cs. National Heritage Institute. ციტირების თარიღი: 2024-05-28
- ↑ Partnerská města cs. Město Bučovice. ციტირების თარიღი: 2024-08-30