ბუჩაანის ჩირდილის ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუჩაანის ჩირდილის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, რომელიც მდებარეობს დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის მარცხენა ნაპირას, სოფელი ბუჩაანის ჩრდილო-დასავლეთით, 2 კილომეტრზე, ჩრიდილად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეკლესია დარბაზულია. დასავლეთიდან გვიანდელი მინაშენი ეკვრის. ნაგებია სხვადასხვა ზომის ნატეხი ქვით. ძლიერ დაზიანებულია: მთლიანადაა ჩამოქცეული კამარა და კონქი, მონგრეულია კედლების ზემოთა ნაწილები, დანგრეულია მინაშენის დიდი ნაწილი. შესასვლელი სამხრეთ კედლის დასავლეთ ნაწილშია. ეკლესიის თითქმის კვადრატული დარბაზი აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდითაა დასრულებული. აფსიდის ღერძზე გარეთკენ ოდნავ შევიწროებული სწორკუთხა სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს სწორკუთხა ნიშებია. ორი სამხრეთითაა, ერთი - ჩრდილოეთით. სამხრეთის ნიშებიდან ერთი იატაკის დონეზეა, მეორე - ზემოთაა და მისი გადახურვა კონქის ქუსლის ხაზზეა. ინტერიერსა და ფასადებზე შემორჩენილია შელესილობის ფრაგმენტები.

მინაშენი გეგმით სწორკუთხაა, ნაგებია ნატეხი ქვითა და ტალახით. შესასვლელი სამხრეთიდან აქვს. დასავლეთ კედლის შიგნით გაგანიერებული სწორკუთხა სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]