ბუღრა გიულსოი
იერსახე
| ბუღრა გიულსოი | |
|---|---|
| დაბადების სახელი |
ბეჰიჩ ბუღრა გიულსოი Behiç Buğra Gülsoy |
| დაბადების თარიღი |
22 თებერვალი, 1982 ანკარა |
| რეზიდენცია | სტამბოლი |
| ეროვნება | თურქი |
| მოქალაქეობა |
|
| განათლება | აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტი |
| ალმა-მატერი | აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის უნივერსიტეტი |
| საქმიანობა | მსახიობი |
| აქტიური | 2002-დან დღემდე |
| სიმაღლე | 1,75[1] |
| წონა | 71[2] |
| მეუღლე(ები) | ბურჯუ ქარა (2011 - 2012) |
| საიტი | ბუგრა გიულსოის ოფიციალური ვებ-გვერდი |
ბეჰიჩ ბუღრა გიულსოი (თურქ. Behiç Buğra Gülsoy; დ. 22 თებერვალი 1982, ანკარა, თურქეთი) — თურქი მსახიობი, არქიტექტორი, გრაფიკული დიზაინერი, რეჟისორი და ფოტოგრაფი.[3]
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1982 წლის 22 თებერვალს თურქეთის დედაქალაქ ანკარაში, სადაც დაამთავრა საშუალო განათლება. ხოლო უმაღლესი განათლება მიიღო არქიტექტურის ფაკულტეტზე ჩრდილოეთ კვიპროსის აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვის უნივერსიტეტში.[4]
ბუღრამ თავისი პირველი როლი 13 წლის ასაკში შეასრულა. ხოლო ცნობილი გახდა ნაზიმის (Nazım) როლით სერიალში „ყველა ერთისთვის“ („Hepimiz Birimiz İçin“), რომელიც თურქულ „კანალ დ“-ზე (Kanal D) 2008 წელს გადიოდა.[5]
2011 წელს დაქორწინდა მსახიობ ბურჯუ ქარაზე, ხოლო 2012 წლის 2 აგვისტოს ისინი განქორწინდნენ.[6]
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერიალები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]| წელი | დასახელება | როლი | შენიშვნა |
|---|---|---|---|
| 2008 | "ყველა ერთისთვის" ("Hepimiz Birimiz İçin") | ნაზიმი | |
| 2009-2011 | "დაუვიწყარი" ("Unutulmaz") | თოლგა | |
| 2010-2011 | "უდანაშაულო" ("Fatmagül'ün Suçu Ne?") | ვურალ ნამლი | |
| 2012 | "ქუზეი და გუნეი" ("Kuzey Güney") | გუნეი თექინოღლუ | |
| 2013 | "ძველი ამბავი" ("Eski Hikaye") | მეთე | |
| 2014 | "მე ვარ ჰიჯრანი" ("Bana Artik Hicran De") | სინანი | |
| 2015 | "თავიდან სიყვარული" ("Ask Yeniden") | ფათიჰი | |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Bugra Gulsoy Height Eye Color Hair Color Ethnicity Nationality
- ↑ Buğra Gülsoy – Kaç Kilo, Boyu Kaç, Nereli, Kaç Yaşında, Sevgilisi Kimdir ?
- ↑ დაარქივებული 2015-02-25 საიტზე Wayback Machine. Tiyatro sahnesine ilk defa 13 yaşında Özel Arı Koleji’nde eğitimini sürdürürken çıkan Buğra Gülsoy, ilk, orta ve lise öğrenimini Ankara’da tamamladı.
- ↑ Buğra Gülsoy kimdir?
- ↑ დაარქივებული 2016-02-20 საიტზე Wayback Machine. Buğra Gülsoy (Fatih Şekercizade) Biyografisi / Kimdir?
- ↑ დაარქივებული 2016-01-24 საიტზე Wayback Machine. Burcu Kara ve Buğra Gülsoy Boşandı!