ბუქთარმის წყალსაცავი
ბუქთარმის წყალსაცავი | |
---|---|
ყაზახ. Бұқтырма бөгені | |
ბუქთარმის წყალსაცავის ნაპირის მონაკვეთი | |
კოორდინატები: 49°09′49″ ჩ. გ. 84°16′29″ ა. გ. / 49.163750° ჩ. გ. 84.274750° ა. გ. | |
ქვეყანა | ყაზახეთი |
სიგრძე | 500 კმ |
სიგანე | 35 კმ |
ფართობი | 5500 კმ² |
მოცულობა | 53 კმ³ |
უდიდესი სიღრმე | 9 მ |
საშუალო სიღრმე | 9,6 მ |
შევსების წელი | 1960 |
ბუქთარმის წყალსაცავი (ყაზახ. Бұқтырма бөгені) — წყალსაცავი მდინარე ირტიშზე, ყაზახეთის აღმოსავლეთით. შევსება დაიწყო 1960 წელს. 1966 წლიდან ახდენს ჩამონადენის რეგულირებას. შედგება ორი ნაწილისაგან: მდინარეული მონაკვეთისა და ზაისანის ტბის ქვაბულისაგან. ფართობი — 5500 კმ². მოცულობა — 53 კმ³, სიგრძე — 500 კილომეტრზე მეტი, მაქსიმალური სიგანე — 35 კილომეტრი, საშუალო სიღრმე — 9,6 მეტრი. წყალსაცავს გააჩნია საკმაოდ ფართო ყურეები. მდინარეების ბუქთარმისა და ნარინის ხეობებში და მონჩეკურის ქვაბულში 30-50 კილომეტრი სიგრძის და 10 კილომეტრამდე სიგანის ყურეებია. წყალსაცავს დიდი მნიშვნელობა აქვს უსტკამენოგორსკის ჰესის სიმძლავრის გასაძლიერებლად. ყოველწლიურად გაზაფხულზე წყალსაცავიდან უშვებენ წყალს რამდენიმე ათასი ჰექტარი მიწის მოსარწყავად. წყალსაცავი ხელს უწყობს ნაოსნობას ირტიშზე ქალაქ ომსკამდე. ბუქთარმის წყალსაცავს ერთვის მდინარეები: ბუქთარმა, ნარიმი.