ბუქთარმა
იერსახე
| ბუქთარმა | |
|---|---|
|
მდინარე ბუქთარმა | |
| ქვეყანა |
|
| სიგრძე | 336 კმ |
| აუზის ფართობი | 12 660 კმ² |
ბუქთარმა (რუს. Бухтарма) — მდინარე ალთაის მხარის სამხრეთ ნაწილში, ყაზახეთის აღმოსავლეთით, მდინარე ირტიშის მარჯვენა შენაკადი. სიგრძე 336 კილომეტრი, აუზის ფართობი 12 660 კმ². სათავე აქვს სამხრეთ ალთაის ქედის მყინვარებში. წყალუხვია გაზაფხულ-ზაფხულში. საშუალო წლიური ხარჯი 214 მ³/წმ. სანაოსნოა პატარა გემებისათვის.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 592.