ბუფერი (რკინიგზა)
ბუფერი (ინგლ. buffer[1] ინგლ. buff — „ამორტიზირება“, მრ. რ. „ბუფერები“[2]) — მოწყობილობა რკინიგზის მოძრავ შემადგენლობაში ბიძგების შესამცირებლად მოძრაობისა და გაჩერების დროს,[3] დარტყმითი მოწყობილობა, რომელიც ემსახურება გრძივი დამრტყმელი და კუმშვადი ძალების ჩასახშობად (ამორტიზაცია), რომელიც წარმოიქმნება რკინიგზის შემადგენლობაში მატარებლების მოძრაობისას და სამანევრო სამუშაოებისას.[4]
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბუფერი კონსტრუქციულად შედგება ცილინდრული კორპუსისგან, რომლის შიგნითაც მდებარეობს ამორტიზატორი და კორპუსის შიგნით მოსრიალე შტოკი თეფშთან ერთად [1] (ბუფერული თეფში — დისკი ან ლითონისგან, რკინისგან გამოჭედილი ფარი ღეროსთან ერთად).[5] ვაგონებში ორ ბუფერთან ერთად — ერთი თეფში მუდამ ბრტყელია, ხოლო მეორე გამობერილი, ხოლო ერთბუფერიან ვაგონებში თეფში კეთდება გამობერილი.
ხრახნიანი გადასაბმელებით აღჭურვილ მოძრავ შემადგენლობაში ძირითადია წევა-დარტყმითი ხელსაწყოები. ვაგონებზე და ლოკომოტივებზე ყენდება განაპირა ძელზე, რომელსაც ამის გამო ქვია ბუფერული (სახელი გამოიყენება მაშინაც, როდესაც მოძრავ შემადგენლობაზე ბუფერები არ არის). ასევე საკმაოდ ხშირად ბუფერები ყენდება ჩიხის საბჯენებზე.

ძველი ბუფერები წარმოადგენდნენ ჩვეულებრივ ხის ძელებს, რომლებიც ხისტად მაგრდებოდნენ ვაგონის ჩარჩოზე. ასეთი უძრავი მოწყობილობები საკმაოდ მალე შეიცვალა მოძრავით. ყველაზე უფრო დიდი გავრცელება მოიპოვა ბუფერებმა, რომლებსაც ამორტიზატორების სახით ემსახურება სპირალური ზამბარა. ასევე არსებობენ ბუფერები, რომლების ამორტიზატორებია რეზინის ელემენტი ან შეკუმშული ჰაერი (პნევმატური ამორტიზატორი). ამორტიზატორების ტიპთან ერთად, ბუფერებს განასხვავებენ კონსტრუქციის მხრიდანაც. ყველაზე უფრო დიდი გავრცელება მოიპოვა თეფშურმა ბუფერებმა, რომლების თეფშები[5] (შეიძლება იყოს როგორც მრგვალი, ასევე მართკუთხა) ზომებით გაცილებით აღემატება თვით კორპუსების ზომებს.[5] ასეთი ბუფერები შეიძლება დამაგრდეს, როგორც ცენტრიდან, ასევე ძელის განაპირა მხრიდან. ასევე გარკვეული გავრცელება მოიპოვა ეგრედ წოდებულმა დგუშის ბუფერები, რომელთაც ერთ ძელზე დაყენებული ორი ბუფერის შტოკები შეერთებულია ცენტრალური ფურცლოვანი რესორების მეშვეობით, რომლებიც, თავის მხრივ, ასევე მუშაობენ ბერკეტების პრინციპით. ასეთი ბუფერები ძირითადად გამოიყენება ორთქლმავლების გადასაბმელად ტენდერებთან.
ბუფერების ძირითადი ნაკლი — მათი მაღალი პოტენციური ხიფათი რკინიგზელი ჩამბმელები, განსაკუთრებით ხრახნიანი გადასაბმელების გამოყენებისას. გადაბმული ვაგონების ბუფერებს შორის ჭყლეტვა სასიკვდილო ტრავმატიზმის ერთ-ერთი ძირითადი მიზეზია რკინიგზის ტრანსპორტზე. ლევ ტოლსტოის განთქმული რომანის „ანა კარენინას“ ვაგზლის ეპიზოდში არის სცენა, სადაც კვდება ერთ-ერთი რკინიგზელი, რომელიც გაიჭყლიტა ბუფერებს შორის. მოძრავი შემადგენლობის ავტოგადასაბმელებზე გადაყვანისას, სადაც გრძივ ძალებს და დარტყმებს აქრობს შთამნთქმელი აპარატი, ბუფერების აუცილებლობა აღარ არის საჭირო. საბჭოთა კავშირში, ავტოგადასაბმელ СА-3-ზე მთლიან გადასვლასთან დაკავშირებით, 1957 წლიდან დაწყებული ლოკომოტივების და ვაგონების უმრავლესობის პროექტირება დაიწყო ბუფერების დაყენების გარეშე. მიუხედავად ამისა ბუფერები ჯერ კიდევ გამოიყენება სამგზავრო მოძრავ შემადგენლობაში, რადგან საშუალებას იძლევა ჩაახშოს ვაგონების განივი რყევები ერთმანეთთან მიმართებაში.
დაბუფერება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
დაბუფერება — ავარიული სიტუაცია, რომლის დროსაც მეზობელი ვაგონების ბუფერები გადაბმულია ერთმანეთის მიყოლებით თეფშების უკანა ზედაპირებით. დაბუფერება შეიძლება მოხდეს, თუ ვუბიძგებთ ვაგონებს მცირერადიუსიან მოსახვევში. ეს ხიფათიანი ავარიაა, რომელსაც შეუძლია გამოიწვიოს ლიანდაგში ჩავარდნა. ზუსტად დაბუფერების ხიფათი ზღუდავს ევროპის რკინიგზაზე მოსახვევების რადიუსს — დაახლოებით 150 მეტრამდე. ტრამვაი ცენტრალური გადაბმით ადვილად ეწერება 20 მეტრიან მოხვევის რადიუსშიც კი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Буферная тарелка // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- Буферный фонарь // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- Буфер // Железнодорожный транспорт: энциклопедия / гл. ред. Н. С. Конарев. — М.: Большая российская энциклопедия, 1994. — С. 47. — ISBN 5-85270-115-7.
- С. П. Сыромятников. Ударные и тяговые приборы // Курс паровозов. Устройство и работа паровозов и техника их ремонта / Центральное управление учебными заведениями. — М.: Государственное транспортное железнодорожное издательство, 1937. — Т. 2. — С. 227—228. — 524 с.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1 2 Буфер // Большая советская энциклопедия : в 66 т. (65 т. и 1 доп.) / гл. ред. О. Ю. Шмидт. — М. : Советская энциклопедия, 1926—1947.
- ↑ Слово «буфер» в Викисловаре.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-06-22. ციტირების თარიღი: 2018-02-08
- ↑ Буфер // Малый энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона. — 2-е изд., вновь перераб. и значит. доп. — Т. 1—2. — СПб., 1907—1909.
- ↑ Фрик Э. Л. Буфер, на железнодорожном транспорте // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.
- 1 2 3 Буферная тарелка // Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона : в 86 т. (82 т. и 4 доп.). — СПб., 1890—1907.