ბუტადიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Phenylbutazone

ბუტადიონი, ფენილბუტაზონი — არასტეროიდული სამკურნალო პრეპარატი ბუტულირაზოლიდონების ჯგუფისა; ტკივილგამაყუჩებელი, სიცხისდამწევი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება. ბუტადიონის ტაბლეტებს იყენებენ მწვავე და ქრონიკული რევმატიზმის, რევმატული და ინფექციური პოლიართრიტის, ნიკრისის ქარისა და სხვა დაავადებათა სამკურნალოდ. განსაკუთრებულ ეფექტიანობას ამჟღავნებს ბეხტერევის დაავადების და რეიტერის სინდრომის მკურნალობის დროს. ქიმიური სტრუქტურით ახლოს დგას პრეპარატ ტრიბუზონთან.

უკუჩვენება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგჯერ ბუტადიონი იწვევს კუჭის გაღიზიანებას, კანზე გამონაყარს და სხვა გვერდით მოვლენებს. მისი მიღება შეიძლება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში ამოღებულია ხმარებიდან ადამიანის ორგანიზმში სისხლის თეთრი უჯრედების დათრგუნვის გამო და აპლასტიკური ანემიისას.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]