ბუსუსტანა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ბუსუსტანა; Antennaria racemosa

ბუსუსტანა (ლათ. Antennaria) — მცენარის გვარი რთულყვავილოვანთა ოჯახისა. ცნობილია 55-მდე (სხვა მონაცემებით 100-მდე) სახეობა, რომელიც გავრცელებულია ევროპაში, აზიაში, ამერიკასა და ავსტრალიაში.

საქართველოში გვხვდება 1 სახეობა ლათ. Antennaria doica, რომელიც მთის ზემო სარტყელში იზრდება. ორსახლიანი ქეჩისებრ შებუსული მცენარეა, ამ გვარის სახეობათა შორის ყველაზე გავრცელებული. იზრდება აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიაში, ციმბირსა და შორეული აღმოსავლეთის მშრალ მდელოებზე, მინდვრებსა და ნათელ ტყეებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]