ბუსირისი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ჰერაკლეს მიერ ბუსირისის მოკვლა

ბუსირისი (ძველ ბერძნულად: Βούσιρις) — ეგვიპტის მეფე, პოსეიდონის (ან ეგვიპტოსის) ძე.

როდესაც ეგვიპტის თებეს მეუფე იყო ბუსირისი, ქვეყანაში 9 წლის განმავლობაში მძვინვარებდა გვალვა. კვიპროსიდან მოსულმა მისანმა, თრასიასმა, უწინასწარმეტყველა მეფეს, რომ შეწყდებოდა ეს უბედობა, თუკი ყოველწლიურად ზევსს შესწირავდნენ თითო უცხოელს. ბუსირისმა ეს მსხვერპლშეწირვა თრასიასით დაიწყო და გააგრძელა მანამ, ვიდრე მის ქვეყანას არ ეწვია ჰერაკლე, რომელიც ჰესპერიდების ბაღისკენ მიეშურებოდა. სხვა უცხოელთა მსგავსად იგიც შეიპყრეს და ზევსის საკურთხეველთან მიიყვანეს. ჰერაკლემ თავი გაითავისუფლა, იქვე განგმირა ბუსირისი, მისი ძეცა და ყველა ქურუმი, ვინც კი მსხვერპლშეწირვას უნდა დასწრებოდა.

ამ მითოსში აისახა უძველეს წარსულში არსებულ ადამიანთა მსხვერპლად შეწირვის ადათი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]