სამურაი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუსი)
სამურაი საომარი აღჭურვილობით, 1860-იანები

სამურაი (იაპ. 侍 ან 武士) იყო იაპონიის ინდუსტრიამდელ პერიოდში წარჩინებულ სამხედროთა (მეომართა) აღმნიშვნელი ტერმინი. სამურაი იაპონურად ნიშნავს „სამსახურს“. სამურაი წვრილი მიწათმფლობელი (აზნაური) იყო, რომლის მთავარ მოვალეობას ბრძოლაში სამსახური წამოადგენდა. მისი მთავარი იარაღი იყო ხმალი (კატანა), თუმცა იყენებდა შუბს (ნაგინატა) და მშვილდს (იუმი).

მითი და რეალობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ედოს პერიოდის სამურაების უმრავლესობა პატივის იერარქიულ კოდექსს „ბუშიდო“ (武士道 ბუში-მეომარი დო-გზა ) ემორჩილებოდა, რითაც მათ მოეთხოვებოდათ რანგით უფრო მაღლა მყოფთათვის მაგალითი ყოფილიყვნენ. ბუშიდოს კოდის მნიშვნელოვანი ნაწილი იყო „სეპუკუ“ (切腹), რითაც დამნაშავე სამურაის შეეძლო დანაშაულის გამოსყიდვა და პატივის აღდგენა სიკვდილის მეშვეობით და ამგვარად ბუშიდოს კოდით სამურაის სახელის აღდგენა. თუმცა ბუშიდოს კოდექსი მშვიდობიანობის პერიოდში დაიწერა და ამგვარად სამურაის როგორც მეომრის შესაძლებლობებს სრულად არ ასახავს.

ცნობილი სამურაები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: