ბურჰი-განდაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბურჰი-განდაკი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
სიგრძე 320 კმ
აუზის ფართობი 10 150 კმ²
link=commons:Category:{{{Commons}}} ბურჰი-განდაკი ვიკისაწყობში

ბურჰი-განდაკი (ჰინ. बूढ़ी गण्डक नदी) — მდინარე ინდოეთში, განგის შენაკადი. ზემო დინებაში ცნობილია სიკრაჰანის სახელით. მიედინება მდინარე განდაკის პარალელურად.[1][2]

სათავეს იღებს ბიჰარის შტატში, დასავლეთ ჩამპარანის რაიონში.[3] 56 კმ-ის შემდეგ, იგი გეზს სამხრეთისკენ იღებს, სადაც მას ორი მდინარე — დუბჰარა და ტური უერთდება. ამის შემდეგ იგი სამხრეთ-აღმოსავლეთით მიემართება. ამ მონაკვეთში მას რამდენიმე არხი გამოეყოფა.[1] ქალაქ ხაგარიასთან ერწყმის მდინარე განგს. აყალიბებს ამ ქალაქის დასავლეთ საზღვარს და მის ნაპირებზე აშენებული ნაგებობები ქალაქს დატბორვებისგან იცავს.[4][5][6]

მდინარის მთლიანი სიგრძე 320 კმ-ია, აუზის ფართობი — 10 150 კმ².[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 Hydrology and Water Resources of India By Sharad K. Jain, Pushpendra K. Agarwal, Vijay P. Singh. p. 358. Google books. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
  2. Burhi Gandak. Britannica. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
  3. RIVER BASIN. Flood Management Information System, Water Resource Department, Bihar. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
  4. Samastipur district. District administration. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
  5. Begusarai district. District administration. ციტირების თარიღი: 2010-05-05.
  6. Khagaria district. River system. District administration. ციტირების თარიღი: 2010-05-05.