ბურჯი (ჟურნალი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბურჯი (მრავალმნიშვნელოვანი).

ბურჯი“ — ქართული დასურათებული ლიტერატურული ჟურნალი. გამოდიოდა თბილისში 1909 წელს, გამომცემელი — ნ. გუნია. გამოიცა ორი 16-გვერდიანი ნომერი. წარმოადგენდა ჟურნალ „ერთობის“ გაგრძელებას. ნახატები და კარიკატურები ეკუთვნის ა. გოგიაშვილს. „ბურჯის“ შემდეგ, როგორც მისი გაგრძელება, გამოვიდა ჟურნალი „ძალა“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]