შინაარსზე გადასვლა

ბურუნდის კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბურუნდის კონსტიტუცია ― მიღებულ იქნა 2005 წლის 28 თებერვალს, საკონსტიტუციო რეფერენდუმის საფუძველზე. ძალაშია იმავე წლის 18 მარტიდან.

2017 წლის 12 მაისს ბურუნდის კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი გამოცხადდა..[1] საბოლოო პროექტი იმავე წლის 25 ოქტომბერს გახდა ცნობილი და შემდეგ ცვლილებებს მოიცავს: პრემიერ-მინისტრის პოსტის შექმნა, პრეზიდენტობის ვადის 5-დან 7 წლამდე გახანგრძლივება და პირის ზედიზედ არჩევა არ იქნება შესაძლებელი, კანონების მისაღებად ბარიერის გაზრდა ხმათა 2/3-დან აბსოლუტურ უმრავლესობამდე.[2] ამ ცვლილებებით არუშას შეთნახმებები დე-ფაქტო უქმდება.[3] 2018 წლის იანვარში, რეფერენდუმის კამპანიის დროს, ბურუნდელმა სახელმწიფო მოხელეებმა ცვლილებების მოწინააღმდეგეები დააპატიმრეს.[4] საბოლოოდ, ტექსტი მონარქიის აღდგენის შესაძლებობასაც არ გამორიცხავს.[5]

რეფერენდუმი 2018 წლის 17 მაისს ჩატარდა. ცვლილებებს რეფერენდუმის მონაწილეთა 70%-ზე მეტმა დაუჭირა მხარი. საკონსტიტუციო რეფორმა 2018 წლის 7 ივნისიდანაა ძალაში.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Burundi: la commission de révision de la Constitution est en place fr. RFI Afrique (13 May 2017). ციტირების თარიღი: 28 July 2018
  2. Burundi: un projet de révision en profondeur de la Constitution adopté fr. RFI Afrique (26 October 2017). ციტირების თარიღი: 28 July 2018
  3. Burundi: le projet de nouvelle Constitution, coup de grâce à l'accord d'Arusha fr. RFI Afrique (26 October 2017). ციტირების თარიღი: 28 July 2018
  4. Burundi: des opposants au référendum constitutionnel arrêtés fr. RFI Afrique (8 January 2018). ციტირების თარიღი: 28 July 2018
  5. Au Burundi, Pierre Nkurunziza renonce à la présidence à vie… pas à la monarchie fr. Le Monde.fr (7 June 2018). ციტირების თარიღი: 28 July 2018