ბურსაჭირის ჩანჩქერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბურსაჭირი.
ბურსაჭირის ჩანჩქერი
კოორდინატები: 42°30′04″ ჩ. გ. 44°46′24″ ა. გ. / 42.501111° ჩ. გ. 44.773333° ა. გ. / 42.501111; 44.773333
მდებარეობა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 20 
ვარდნილები 2
მდინარე ბურსაჭირი
ბურსაჭირის ჩანჩქერი — საქართველო
ბურსაჭირის ჩანჩქერი

ბურსაჭირის ჩანჩქერი — ჩანჩქერი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბურსაჭირის (გუდამაყრის არაგვის ერთ-ერთი მდგენელი სათავე) შუა დინებაში. ზღვის დონიდან 2170 მ, სოფელ ბურსაჭირიდან ჩრდილო-აღმოსავლეთით 3 კმ. ფლატეს (საჩქეფეს) წარმოშობს ქვიშაქვების შრეების მძლავრი წყება ზედა ლიასის თიხაფიქლებში. ჩანჩქერის საერთო სიმაღლე 20 მ აღწევს. გადმოედინება ორ საფეხურად. ზედა — პატარა საფეხურის სიმაღლე 3—4 მ. ქვედა — დიდი საფეხურისა — 16—17 მ.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]