ბურდიანის სამაროვანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბურდიანის სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ბურდიანის განაპირას დასავლეთი. გამოვლინდა ხუთი ორმოსამარხი, რომლებიც XX საუკუნის შუა ხანებში შეისწავლა არქეოლოგმა ნინო ბერძენიშვილმა. ერთ-ერთ სამარხში აღმოჩნდა თიხის ჭურჭელი, ბრინჯაოს შუბისპირი და სატევარი. გამოვლენილი მასალის მიხედვით, სამარხი ძვ.წ. II ათასწლეულის II ნახევარს განეკუთვნება.

მასალა ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]