შინაარსზე გადასვლა

ბუპროპიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბუპროპიონი (ასევე იყიდება ველბუტრინისა და ზიბანის სახელწოდებებით) — მედიკამენტი, რომელიც ძირითადად გამოიყენება დეპრესიული აშლილობის სამკურნალოდ და მოწევისთვის თავის დასანებებლად.[1] პრეპარატი ზომიერად ეფექტური ანტიდეპრესანტია, თუმცა, პირველი რიგის „SSRI ანტიდეპრესანტებზე“ არასრული ეფექტიანობის შემთხვევაში, ასევე გამოიყენება დამატებითი მედიკამენტის სახით.[1][2] ბუპროპიონი ტაბლეტების სახით მიიღება და განვითარებულ ქვეყნებში მხოლოდ რეცეპტით არის ხელმისაწვდომი.[1]

შესაძლო გვერდითი ეფექტებია — პირის სიმშრალე, ძილის გაძნელება, აგზნებადობა და თავის ტკივილი.[1] სერიოზული გვერდითი ეფექტებია — ეპილეფსიური კრუნჩხვები და სუიციდის მომატებული რისკი.[1] ზოგიერთ სხვა ანტიდეპრესანტთან შედარებით, ბუპროპიონს შეიძლება ჰქონდეს სექსუალური დისფუნქციის ან ძილიანობის უფრო დაბალი მაჩვენებელი და შეიძლება გამოიწვიოს წონის კლება.[3] გაურკვეველია, უსაფრთხოა თუ არა მისი გამოყენება ორსულობის ან ძუძუთი კვების დროს.[1][4]

ბუპროპიონი ატიპიური ანტიდეპრესანტია.[5] ის მოქმედებს როგორც ნორეპინეფრინ-დოფამინის უკუმიტაცების ინჰიბიტორი (NDRI) და ნიკოტინური რეცეპტორების დამთრგუნველი.[3][6][6][7] ქიმიურად არის ამინოკეტონი, რომელიც მიეკუთვნება ჩანაცვლებული კათინონების კლასს და მსგავსია ფენეთილამინებისა.[8]

ბუპროპიონი პირველად 1969 წელს, ქიმიკოსმა ნარიმან მეჰტამ დაამზადა და 1974 წელს „Burroughs Wellcome“-მა დააპატენტა.[9] პრეპარატი პირველად 1985 წელს სამედიცინო გამოყენებისთვის შეერთებულ შტატებში დამტკიცდა.[1] თავდაპირველად მას ზოგადი სახელი „ამფებუტამონი“ ერქვა, სანამ 2000 წელს სახელი არ შეეცვალა.[10] პრეპარატი ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის აუცილებელი მედიკამენტების სიაშია.[11] 2018 წლის მონაცემებით, აშშ-ში დოზის საბითუმო ღირებულება 0.50 დოლარზე ნაკლებია.[12] 2017 წელს, პრეპარატი აშშ-ში 24 მილიონზე მეტი გაყიდვით 23-ე ყველაზე ხშირად დანიშნულ მედიკამენტს წარმოადგენდა.[13][14]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 1.6 Bupropion Hydrochloride Monograph for Professionals. American Society of Health-System Pharmacists (5 February 2018). ციტირების თარიღი: 15 July 2018
  2. Schwasinger-Schmidt, TE; Macaluso, M (8 September 2018). „Other Antidepressants“. Handbook of Experimental Pharmacology. 250: 325–355. doi:10.1007/164_2018_167. ISBN 978-3-030-10948-6. PMID 30194544.
  3. 3.0 3.1 Fava M, Rush AJ, Thase ME, et al. (2005). „15 years of clinical experience with bupropion HCl: from bupropion to bupropion SR to bupropion XL“. Prim Care Companion J Clin Psychiatry. 7 (3): 106–13. doi:10.4088/pcc.v07n0305. PMC 1163271. PMID 16027765.
  4. Bupropion Use During Pregnancy. ციტირების თარიღი: 24 December 2018
  5. Sweetman, Sean (2011). Martindale: The Complete Drug Reference, 37th, გვ. 402. ISBN 9780853699828. 
  6. 6.0 6.1 Dwoskin, Linda P. (29 January 2014). Emerging Targets & Therapeutics in the Treatment of Psychostimulant Abuse. Elsevier Science, გვ. 177–216. ISBN 978-0-12-420177-4. 
  7. Tasman, Allan; Kay, Jerald; Lieberman, Jeffrey A.; First, Michael B.; Maj, Mario (11 October 2011). Psychiatry. John Wiley & Sons. ISBN 978-1-119-96540-4. 
  8. Dye, Leslie R.; Murphy, Christine; Calello, Diane P.; Levine, Michael D.; Skolnik, Aaron (2017). Case Studies in Medical Toxicology: From the American College of Medical Toxicology. Springer, გვ. 85. ISBN 9783319564494. 
  9. Mehta NB. (25 June 1974) United States Patent 3,819,706: Meta-chloro substituted α-butylamino-propiophenones. USPTO. ციტირების თარიღი: 2 June 2008
  10. World Health Organization (2000). „International nonproprietary names for pharmaceutical substances (INN) : proposed international nonproprietary names : list 83“. WHO Drug Information. 14 (2). hdl:10665/58135.
  11. (2021) World Health Organization model list of essential medicines: 22nd list (2021). Geneva: World Health Organization. WHO/MHP/HPS/EML/2021.02. 
  12. NADAC as of 2018-12-19. ციტირების თარიღი: 22 December 2018
  13. The Top 300 of 2020. ციტირების თარიღი: 11 April 2020
  14. Bupropion - Drug Usage Statistics (23 December 2019). ციტირების თარიღი: 11 April 2020