ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმი, ვენა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმი, ვენა
48°12′18″ ჩ. გ. 16°21′35″ ა. გ. / 48.20521194° ჩ. გ. 16.35984500° ა. გ. / 48.20521194; 16.35984500
დაარსდა 1872 და 1889 წლებს შორის
ქვეყანა ავსტრიის დროშა ავსტრია
მდებარეობა შიდა ქალაქი[1] [2] და ვენა
დირექტორი კეტრინ ვოჰლენდი
ოფიციალური საიტი http://www.nhm-wien.ac.at/[3]
Map

ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმი, ვენა (გერმ. Naturhistorisches Museum Wien) — დიდი ბუნებისმეტყველების მუზეუმი, რომელიც მდებარეობს ვენაში, ავსტრიაში. არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმი მთელი მსოფლიოს მაშტაბით.

ვენის ბუნებისმეტყველების მუზეუმი ავსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი მუზეუმი და არაუნივერსიტეტული კვლევითი დაწესებულებაა, ასევე მნიშვნელოვანი ცენტრია საბუნებისმეტყველო მეცნიერებებთან დაკავშირებული ყველა საკითხისათვის. მუზეუმის 39 საგამოფენო ოთახი მოიცავს 8,460 კვადრატულ მეტრს, მუზეუმში წარმოდგენილია 100,000 -ზე მეტი ობიექტი. მუზეუმში ასევე ინახება 30 მილიონი ობიექტი, რომელიც ხელმისაწვდომია 60 -ზე მეტ მეცნიერსა და მკვლევარისთვის, რომლებიც ძირითად კვლევებს ატარებენ ჰუმანიტარულ მეცნიერებებთან, დედამიწის მეცნიერებებთან და სიცოცხლის მეცნიერებებთან დაკავშირებულ საკითხებზე. [4]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დინოზავრის დარბაზი
კაკაპოს ნიმუშები მუზეუმში

ვენის ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმის მეცნიერებმა საუკუნეების განმავლობაში მიუძღვნეს თავი და თავიანთი ნამუშევარი „ბუნების სფეროსა და მის შესწავლას“.

ვენის ბუნების ისტორიის მუზეუმის უძველესი კოლექციები თარიღდება დაახლოებით მე-18 საუკუნით. ეს იყო იმპერატორი ფრანც I სტეფან ლორინელი, მარია ტერეზას ქმარი, რომელმაც 1750 წელს კოლექცია შეიძინა ფლორენციელი მეცნიერის, ჟან დე ბაილოსგან, რაც იმ დროს იყო მსოფლიოში უდიდესი ისტორიის ობიექტების კოლექცია. ეს იყო პირველი გადადგმული ნაბიჯი ვენის ბუნებისმეტყველების ისტორიის მუზეუმის შექმნის გზაზე.

ბაილოს კოლექციამ შეადგინა 30,000 ობიექტი, მათ შორისაა იშვიათი ნამარხები, ლოკოკინები, მიდიები და მარჯნები, ასევე ძვირფასი მინერალები და ძვირფასი ქვები .

ლორენის ფრანც I სტეფანმა, რომელმაც დააარსა შონბრუნის ზოოპარკი 1752 წელს და ბოტანიკური ბაღი 1753 წელს, ასევე მოაწყო პირველი სამეცნიერო ექსპედიცია საზღვარგარეთ. 1755 წელს მან ნიკოლაუს იოზეფ ჟაკინს კარიბის ზღვის აუზში, ანტილებში, ვენესუელასა და კოლუმბიაში გამგზავრება დაავალა. ჟაკინი დაბრუნდა ამ ექსპედიციიდან მრავალი ცოცხალი ცხოველითა და მცენარეებით, რომლებიც ზოოპარკისა და ბოტანიკური ბაღისთვის იყო განკუთვნილი.

იმპერატორის გარდაცვალების შემდეგ მარია ტერეზამ სახელმწიფოს გადასცა საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კოლექცია და გამოფინა იგი ფართო საზოგადოებისთვის.

სწორედ მარია ტერეზამ მიიყვანა ცნობილი მინერალოლოგი იგნაზ ფონ ბორნი ვენაში. ბორნს, რომელმაც შეიმუშავა ძვირფასი ლითონების მოპოვების ახალი მეთოდი, დაევალა კოლექციების კლასიფიკაცია და გაფართოება. იგნაზ ფონ ბორნის ხელმძღვანელობით, ბუნებისმეტყველების ისტორიის კაბინეტი სწრაფად გადაიქცა პრაქტიკული კვლევების ცენტრად. [5]

შენობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მუზეუმის შენობის მთავარი კიბე

ბუნების ისტორიის მუზეუმი და სახვითი ხელოვნების მუზეუმი შეიქმნა იმპერატორ ფრანც იოზეფ I-ის (1830-1916) დაკვეთით და დააპროექტა არქიტექტორებმა გოტფრიდ სემპერმა (1803-1879) და კარლ ჰასენაუერმა (1833-1894). ამ ორი მუზეუმის შენობას შორის ბევრი მსგავსება შეინიშნება. ისინი თავდაპირველად შეიქმნა იმისთვის, რომ ყოფილიყო ბევრად უფრო დიდი პროექტის - იმპერიული ფორუმის ნაწილი, რომელიც სრულად ვერ განხორციელდა. ბუნების ისტორიის მუზეუმზე მუშაობა გაგრძელდა 1871 წლიდან 1881 წლამდე. 1889 წლის 10 აგვისტოს იმპერატორმა ფრანც იოსებ I-მა ოფიციალურად გახსნა მუზეუმი. მისი ფასადი, შექმნილია გოტფრიდ სემპერის მიერ. გუმბათის ქვემოთ, ოქროს ასოებით წერია: "ბუნების სფეროსა და მის შესწავლას", რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს მუზეუმის შექმნის მთავარ მიზანს. [6]

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ხელოვნებისა და არქიტექტურის ისტორიციზმის სტილი ძალიან პოპულარული იყო მე-19 საუკუნის ავსტრიაში.

ვენის ბუნების ისტორიის მუზეუმის არქიტექტურაში გამოყენებულია რენესანსის სტილის ელემენტები. შენობაზე მუშაობა დაიწყო 1871 წელს და ფასადი დასრულდა 1881 წელს. მისი სიგრძეა 170 მეტრი და სიგანე 70 მეტრი, მოიცავს ორ ეზოს, რომლებიც გარშემორტყმულია სამუშაო და საგამოფენო ოთახებით. სახურავი გვირგვინდება 65 მეტრიანი გუმბათით, რომელსაც აქვს ბერძნული მზის ღმერთის ჰელიოსის უზარმაზარი ბრინჯაოს ქანდაკება, სიმბოლო სიცოცხლის მომცემი ელემენტისა, რომლის გარეშეც ბუნება არ იარსებებდა. რთული და მორთული ფასადის ზედა და შუა დონეები (ანტრესოლი და პირველი სართული) აჩვენებს ალეგორიულ და მითოლოგიურ ფიგურებს, რომლებიც წარმოადგენენ სამყაროს ძირითად ელემენტებს. ბალუსტრადზე მნახველებს შეუძლიათ ნახონ ცნობილი მკვლევარებისა და მეცნიერების ქანდაკებები, რომლებიც წარმოადგენენ ადამიანის ცოდნის უწყვეტ პროგრესს.

ანტრესოლი მოიცავს უსულო ბუნებას (მინერალოგიის დეპარტამენტს, დარბაზები 1-5), ნალექები და სიცოცხლის კვალი დედამიწის ისტორიის დასაწყისში (გეოლოგიისა და პალეონტოლოგიის დეპარტამენტი, დარბაზები 6-10), ადრეული კაცობრიობის ისტორია (პრეისტორიის დეპარტამენტი, დარბაზები 11-13) და ადამიანის განვითარება (ანთროპოლოგიის განყოფილება, დარბაზები 14-15). პირველ სართულზე წარმოდგენილია ცხოველთა სამყაროს უზარმაზარი მრავალფეროვნება (ზოოლოგიური განყოფილებები, დარბაზები 22-39), ასევე დედამიწის ყველაზე პატარა ორგანიზმების მომხიბლავი სფერო („მიკროთეატრი“, დარბაზი 21).[7]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 Wiki Loves Monuments monuments database — 2017.
  2. 2.0 2.1 archINFORM — 1994.
  3. ბიომრავალფეროვნების გლობალური საინფორმაციო ფონდი — 2001.
  4. Jovanovic-Kruspel, Stefanie (2012). Natural History Museum Vienna - A guide to the collections. Wien: Naturhistorisches Museum Wien, გვ. 5, 7. 
  5. the history of the nhm vienna.
  6. The Building (July 2019).
  7. About the museum (July 2019).