ბუნდესრატი (გერმანიის იმპერია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სიტყვას „ბუნდესრატი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ ბუნდესრატი.

ბუნდესრატი იყო გერმანიის იმპერიის წევრი სახელმწიფოების წარმომადგენლობა, რომელიც არ ირჩეოდა, არამედ იქმნებოდა იმპერიაში შემავალი სახელმწიფოების არისტოკრატებისაგან და თავისუფალი ქალაქების წარმომადგენლებისაგან. ბუნდესრატში მთავარ როლს პრუსია თამაშობდა, ამ პალატაში არსებული 58 ადგილიდან 17 მას ეკუთვნოდა და ვეტოს უფლებაც გააჩნდა.