ბუნდაჰიშნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

ბუნდაჰიშნი (ავესტური:Bun-dahišnīh "პირველადი შემოქმედება") — ფეჰლავურზე დაწერილი ზოროასტრული კოსმოგონიისა და კოსმოლოგიის ენციკლოპედიური კრებულის ტრადიციული დასახელება.[1] ნაშრომის პირველადი დასახელება ცნობილი არ არის.

მიუხედავად იმისა, ბუნდაჰიშნი ეყრდნობა ავესტას და იმ ტექსტში ნახსენები იდეებს განავრცობს ის მაინც არ არის რელიგიური ტექსტი. შინაარსი ასახავს ზოროასტრულ ტექსტს, რომელიც თავის მხრივ ასახავს როგორც ზოროასტრულ ასევე ზოროასტრიანდელ რწმენებს. ხანდახან ტექსტის მიანიშნებს VII საუკუნის ისლამურ ირანზე, ხოლო ხანდახან მასში ჩანს იმ დროინდელი მეცნიერების შეხედულებები სამყაროზე. მაგალითად ის, რომ მთვარე უფრო შორსაა ვიდრე ვარსკვლავები იმ პერიოდში ფართოდ გავრცელებული სამეცნიერო შეხედულება იყო.

სქტუქტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნდაჰიშნი შემორჩენილია ორი რეცენზიით: ინდური და ირანული ვერსიები. ინდოეთში მოკლე ვერსია იქნა აღმოჩენილი, რომელიც მხოლოდ 30 თავს შეიცავს და ის ცნობილია როგორც მცირე ბუნდაჰიშნი ან ინდური ბუნდაჰიშნი. ავ ვერსიის ასლი ევროპაში 1762 წელს აბრაამ ანქვიტილ-დუპერონმა (პირველი ფრანგი პროფესიონალი ინდოლოგი) ჩაიტანა. გრძელი ვერსია ირანიდან ინდოეთში 1870 წელს ჩაიტანა ტ.დ. ალექსანდრიამ. ეს ვერსია ცნობილი როგორც: დიდი ბუნდაჰიშნი ან ირანული ბუნდაჰიშნი ან მხოლოდ ბუნდაჰიშნი. ირანული ვერსია შეიცავს 36 თავს და დაახლობით ორჯერ დიდია ვიდრე მცირე (ინდური) ვერსია. დიდი ვერსია სეიცავს როგორც ენციკლოპედიურ ასევე მიდრაშის (ბიბლიის ძველი იუდეური კრიტიკული განმარტებები) მსგავს ტექსტებს.[2]

სათაური როგორც ჩანს არის ტექსტის უძველესი ორი ვერსიის პირველი ექცსი სიტყვის ნაერთი. უძველეს ორ ვერსიას განსხვავებული პირველი ხაზი აქვს.[3] ამ ტექსტის პირველი თარგმანის სახელია Zand-Ākāsīh - "ზანდ-ცოდნა" ან "ზანდის ცოდნა", პირველი წინადადების პირველი ორი სიტყვა.

უმეტესი თავები მიეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს, დაახლოებით დენკარდის ("რელიგიის აქტები" - X საუკუნის ზოროასტრული რელიგიური ტექსტი) ძველი ვერსიის პერიოდს, რომელიც თავის მხრივ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ტექსტი ფეჰლავიზე. გვიანდელი თავები რამდენი საუკუნით უფრო ახალია. უძველესი შემორჩენილი ასლი თარიღდება XVI საუკუნის შუა რიცხვებით.

ორივე ვერსია განსხვავებული დამწერლობითი ტრადიციებიდან მოდის და შესაბამისად ეს მცირედით აისახება კიდეც შინაარსზე. დიდი ვერსია ასევე უფრო ძველია და ის თარიღდება 1540 წლით. მცირე ვერსია თარიღდება 1734 წლით.

ტრადიციულად მცირე ვერსიაში თავების აღნიშვნა ხდება არაბული ნუმერაციით, ხოლო დიდ ვერსიაში რომაული ციფრებით. ეს ორი ვერსია არ არის სინქრონული, ასევე განსხვავებულია თავების ნუმერაცია. მცირე ვერზიის ანალიზი 1771 წელს დუპერონმა გააკეთა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბუნდაჰიშნი არის ზოროასტრიანული შექმნის მითის მცირე ვერსია და სამყაროზე ბატონობისთვის აჰურა მაზდასა და აჰრიმანის პირველი ბრძოლების აღწერა. ტექსტის მიხედვით პირველ 3000 კოსმიური წლის განმავლობაში აჰურა მაზდამ შექმნა ფრავაში (ადამიანური სულის ზორასტრიანული კონცეფცია) და გადაწყვიტა ეს კონცეფცია რეალობად ექცია. მან აჰრიმანის წინააღმდეგ იარაღად გამოიყენა უგრძნობი და უმოძრაო სიცარიელე. აჰრიმანი დამარცხდა და დაემხო შემდეგი 3000 წლის ვადით. აჰურა მაზდამ ისარგებლა ამ დროით, რომ შეექმნა ამეშა სპენტა მატერიალური სამყაროს პირველ ელემენტები და აშა ("ჭეშმარიტება") იმისთვის, რომ აჰრიმანს ის არ გაენადგურებინა. ბოლოს ბუნდაჰინში ყვება პირუტყვის შექმნის შესახებ. გავაევოდატა პირველი პირუტყვი და გაიომარტი პირველი ადამიანი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Boyce, Mary (1968), Middle Persian Literature, Handbuch der Orientalistik 1., Abt., IV. Band, 2. Abschn. 1, Leiden: Brill, pp. 40–41.
  • Kassock, Zeke J.V., (2013), The Greater Iranian Bundahishn: A Pahlavi Student's 2013 Guide, ISBN 978-1481013994

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Agostini, Domenico; Thrope, Samuel (2020). „What is the Bundahišn?: Genre and Zoroastrian Literature“. Iran and the Caucasus. 24 (4): 378–393. doi:10.1163/1573384X-20200404.
  • The Bundahishn (HTML format)

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. M. Hale, Pahlavi, in "The Ancient Languages of Asia and the Americas", Published by Cambridge University Press, 2008, ISBN 0-521-68494-3, p. 123.
  2. Domenico Agostini and Samuel Thrope. "What is the Bundahišn?: Genre and Zoroastrian Literature." Iran and the Caucasus 2020, 378-393.
  3. MacKenzie, David Neil (1990), „Bundahišn“, Encyclopedia Iranica, 4, Costa Mesa: Mazda, pp. 547–551, http://www.iranicaonline.org/articles/bundahisn-primal-creation.