ბულიმია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბულიმია არის კვებითი აშლილობა, რომელიც ხასიათდება მუცლის უზომო ამოყორვით, რომელსაც შემდგომ მოსდევს დანაშაულის გრძნობა, დეპრესია და ბოლოს ხელოვნური გულისრევა.

ბულიმიით დავადებულ ადამიანთა უმეტესობას წარმოადგენენ გოგონები თხუთმეტიდან ოც წლამდე. როგორც ანორექსიით დავადებულნი, ისინი შეპყრობილნი არიან საჭმელზე ფიქრით, ეშინიათ წონაში მომატების და ვარდებიან დეპრესიაში ან მშფოთვიარე მდგომარეობაში. დეპრესიასა და სირცხვილის გრძნობას ყველაზე მეტად ღორმუცელობის დროს და მის შემდეგ განიცდიან. ანორექსიით დაავადებული პაციენტებისგან განსხავებით, ბულიმიით დავადებულების წონა ნორმალურისა და ნორმალურზე მეტს შორის მერყეობს, რაც მათ საშუალებას აძლევთ დამალონ თავიანთი მდგომარეობა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]