შინაარსზე გადასვლა

ბულერბიელი ბავშვები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ბულერბიელი ბავშვები“

ავტორი ასტრიდ ლინდგრენი
ენა შვედური ენა
გამოცემის თარიღი 1947

ბულერბიელი ბავშვები (შვედ. Alla vi barn i Bullerbyn)— შვედი მწერლის, ასტრიდ ლინდგრენის, წიგნი, რომელშიც მოთხრობილია პატარა სოფელ ბიულერბიუელში მცხოვრები ბავშვების ყოველდღიურობა.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან. ბავშვები თავად იგონებენ უამრავ მხიარულ თამაშსა და გასართობს და ამ თავგადასავლების მთავარი პერსონაჟებიც თავადვე არიან.

წიგნი ქართულ ენაზე ჯენეტ ბაჯელიძემ თარგმნა.[1]