ბულანჟერიტი
იერსახე
| ბულანჟერიტი | |
|---|---|
| ბულანჟერიტი | |
| საერთო | |
| ქიმიური ფორმულა | Pb5Sb4S11 |
| იდენტიფიკაცია | |
| ფერი | რუხი |
| კრისტალის სინგონია | მონოკლინური |
| სიმაგრე მოოსის სკალით | 2,5-3 |
| სიმკვრივე | 6230 კგ/მ³ კგ/მ³ |
ბულანჟერიტი (ფრანგ. boulangerite) — სულფიდების და სულფომარილების კლასის მინერალი. ქიმიური შედგენილობა Pb5Sb4S11. კრისტალდება მონოკლინურ სინგონიაში. რუხი ვერცხლისფერი, თითქმის რუხი ტყვიისფერია. სიმაგრე მინრალოგიური სკალით 2,5-3, სიმკვრივე 6230 კგ/მ³. ბულანჟერიტი ტყვიის მეორეხარისხოვანი მადანია. მისი საბადოებია რუსეთში, უკრაინაში, საფრანგეთში, გერმანიაში, რუმინეთში, შვედეთში, აშშ-ში და სხვა. სახელი ეწოდა ფრანგი მინერალოგის შარლ ლუი ბულანჟეს (1810-1849) პატივსაცემად.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 558.