ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნული პარკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ბუკიტ-ბარისან სელატანის ეროვნული პარკი)
ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნული პარკი
IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზია, კუნძული სუმატრა
კოორდინატები 5°15′00″ ს. გ. 104°10′00″ ა. გ. / 5.25000° ს. გ. 104.16667° ა. გ. / -5.25000; 104.16667
ფართობი 3 568 კმ²
დაარსდა 1982
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1167
ინგლ.რუს.ფრ.

ბუკიტ-ბარისან-სელატანის ეროვნული პარკიეროვნული პარკი ინდონეზიის კუნძულ სუმატრაზე. მისი ფართობი 3 568 კმ²-ია. 2004 წლიდან გუნუნგ-ლიოსერისა და კერინჩი-სებლატის ეროვნული პარკებთან ერთად, შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში საერთო სახელით - სუმატრის ტროპიკული ტყეები.[1]

პარკში ბინადრობს მრავალი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობა:

1935 წლიდან, ეს ტერიტრორია ველური ბუნების ნაკრძალია, ხოლო უკვე 1982 წელს ეროვნულ პარკად გამოცხადდა. მსოფლიოს ველური ბუნების ფონდის მონაცემების თანახმად, ბოლო წლებში, პარკის ტერიტორიაზე მიმდინარე უკანონო სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის გამო, პარკმა ტყეების 20% დაკარგა. ამავე მონაცემებით, პარკის ტერიტორიის 450 კმ²-ზე მოშენებულია ყავის ნარგავები. ვითარების გამოსწორების მიზნით, ორგანიზაცია ამჟამად აქტიურად მუშაობს ყავის მულტინაციონალურ კომპანიებთან, რათა მათ უარი თქვან უკანონოდ მოყვანილი ყავის შეძენაზე.[3]

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. name="heritage_sumatra">Tropical Rainforest Heritage of Sumatra. UNESCO. ციტირების თარიღი: 2007-09-30.
  2. van Strien, N.J., Manullang, B., Sectionov, Isnan, W., Khan, M.K.M, Sumardja, E., Ellis, S., Han, K.H., Boeadi, Payne, J. & Bradley Martin, E. (2008). Dicerorhinus sumatrensis. In: IUCN 2008. IUCN Red List of Threatened Species. Downloaded on 28 November 2008.
  3. Claire Leow. Nestlé to scrutinize Indonesia coffee amid wildlife-endangerment fears, International Herald Tribune.